სამართალი
ბიწაძეს 5,5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

bicთბილისი, 19 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 5 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ბადრი ბიწაძე დამნაშავედ 25-353-ე მუხლის მე-2 ნაწილით იქნა ცნობილი.

მეტრეველის თქმით, საქმეში არსებობს ჩანაწერები მტკიცებულებების სახით, რომლებშიც პოლიციის მანქანაზე 22 მაისის აქციის მონაწილეთა თავდასხმაა ასახული, ასევე, ბიწაძის შეხვედრები და საუბრები აქტივისტებთან და გენერალ გია უჩავას აღიარებითი ჩვენებები.

ბიწაძეს უფლება აქვს, განაჩენი ერთი თვის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, რასაც, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, აუცილებლად გამოიყენებს.

მოსამართლის განმარტებით, განაჩენის ვადის აღსრულება ბიწაძის დაკავების ან მისი სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების დღიდან დაიწყება.