პოლიტიკა
თბილისი, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო და აშშ საზღვრის დაცვის გასაუმჯობესებლად თანამშრომლობას აგრძელებენ. ამის თაობაზე მსოფლიოში ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს პოლიციამ დააკავა თბილისში ტერაქტების სერიაში ეჭვმიტანილები, ასევე, ბრალი დაედოთ აფხაზეთში მცხოვრებ ორ პირს და რუს სამხედრო ოფიცერს.
„რუსეთის ხელისუფლებას ეთხოვა ამ პირების დაკითხვასა და დაკავებაში დახმარება. ნოემბერში ეროვნებით სომეხ ორ მოქალაქეს 13 და 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საქართველოში 18 გრამი გამდიდრებული ურანის კონტრაბანდისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.