საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ევროკავშირის შეთავაზება სამრეწველო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფების დაწესების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ ბრიუსელისგან ამერიკული ენერგომატარებლების იმპორტის ზრდას მოითხოვს.
დონალდ ტრამპის თქმით, ევროპამ ენერგომატარებლები ისეთი რაოდენობით უნდა შეისყიდოს, რაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო დეფიციტის დასაბალანსებლად ეკვივალენტური იქნება. ამ შემთხვევაში კი ეს დეფიციტი სწრაფად აღმოიფხვრება.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ის ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობებს უსამართლოდ მიიჩნევს.
„ისინი არ ყიდულობენ ჩვენ ავტომობილებს, არ ყიდულობენ ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ისინი პრაქტიკულად ჩვენგან არაფერს ყიდულობენ“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge