საზოგადოება
ვატო შაქარიშვილი: მონის დაძახებაზე ქართველ კაცს შესაბამისი რეაქცია ექნება

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი.  ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატის, რუსის, მონის ძახილი, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა პირველ არხს „მთავარი არხის“ ჟურნალისტთან, გიორგი მამნიაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეფონმომარჯვებული ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტელეფონმომარჯვებული „ოლე ოლა“ ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. მონის დაძახებაზე ქართველ კაცს ექნება შესაბამისი რეაქცია. ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, ზეთი არ მქონდა ზეთნაცხები ხელიდან შეშრობილი, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატის, რუსის, მონის ძახილი და მოხვდა კბილებში. ეს იყოს მაგათთვის პროფილაქტიკური ხასიათის, რადგან უნდა დაასრულონ ეს. საზოგადოება ითმენს, კბილებით უჭირავს, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ არავის არ ვერჩით, არავის არ ვესხმით, ლოცვიდან ქაშუეთიდან გამოსულთან ასეთი პროვოკატორი, მანქურთი დემონი მოვიდა ტელეფონმომარჯვებული და ვურჩევ, რომ გამოაქვეყნოს ეს ვიდეო და დადოს საჯაროდ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

ამასთან, შემთხვევის შესახებ ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.

ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა „მონა-მონას“ ძახილით და მიიღო კბილებში. იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი. ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც, ზედმეტად ბევრს ვითმენთ. იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება“, – დაწერა შაქარიშვილმა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.