სამართალი
საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
ლაშა გოგნიაშვილი ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
ლაშა გოგნიაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს.