აქტუალური
საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
გიორგი ბუხრაშვილმა თანამდებობაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა, რომელმაც თანამდებობა წინა დღეს დატოვა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, გიორგი ბუხრაშვილის დანიშვნა როტაციის ფარგლებში განხორციელდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.