სამართალი
დიმიტრი პესკოვი: რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის

 საქართველო, 4 აპრილი საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის.

რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ღიაა რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესებული პირებისთვის.

ის ღიაა სწორედ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობებით“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, უცხოური კომპანიები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ადრეც იჩენდნენ ინტერესს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმართ, მაგრამ არა საჯაროდ.

რუსული მედია „როსკონგრესის“ ფონდზე დაყრდნობით იუწყება, რომ არაერთი ამერიკული კომპანია აპირებს მონაწილეობა მიიღოს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 18-21 ივნისს გაიმართება და განაცხადები უკვე მიღებულია.