სამართალი
საქართველო, 4 აპრილი საქინფორმი. აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7623 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7623 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7632 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9816 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9848 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.