აქტუალური
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

 საქართველო, 4 აპრილი საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე მეორე ვადით აირჩიეს. მაღლაფერიძე საბჭოს თავმჯდომარე სამი წელი იქნება.

მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო. საბჭოს სხდომას 11-ვე წევრი ესწრებოდა.

ვასილ მაღლაფერიძის გარდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.