აქტუალური
იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ის გახლავთ პარლამენტის მოქმედი წევრი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა, წარმატება ვუსურვო მას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.