უცხოეთი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აზერბაიჯანში ჩავიდა

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აზერბაიჯანში ჩავიდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, ელკე ბუდენბენდერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე – მეჰრიბან ალიევა მიესალმნენ, რის შემდეგაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ამის შემდეგ ილჰამ ალიევსა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის შეხვედრა გაიმართა, ახლა კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

1tv.ge