პუბლიკაციები
„პოლიტიკა და სექსი. საქართველო როგორც ლუჩია“

demur(ალუზიები „ღამის პორტიეს“ თემებზე)

ძვირფასო მკითხველო! საქინფორმი იწყებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისა და ბიუჯეტის კონტროლის ქვეკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ფრაქციაახალი აფხაზეთისადაქრისტიან-დემოკრატებისერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის, მრავალი სახელმძღვანელოს, წიგნის, სამეცნიერო მონოგრაფიის, ნაშრომისა და კვლევის ავტორის, ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, ბატონ დემურ გიორხელიძის პუბლიკაციების გამოქვეყნებას.

პოლიტიკა სექსის ნაირსახეობაა, სექსი კი, მოგეხსენებათ, ვნებაა!

ვნებას ინსტინქტები განაგებს და არა გონება!

სექსი, ამავე დროს, სუბიექტ-ობიექტის მიმართებაცაა!

ქართული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღვთიურ საქმეში სუბიექტ-ობიექტის მიმართება მკაცრად იერარქიზირებულია: „სექსი პარიტეტულ საწყისებზე, ორმხრივი სიამოვნებითა და ნეტარებით, ნაკლებ წარმოსადგენია, – „ძლიერთ ამა ქვეყნისა“ არ უყვართ თანაბარუფლებიანი პარტნიორები!

ნეტარყუჩობის უზენაესი უფლება მხოლოდ სუბიექტის პრეროგატივაა!“.

ერთი მხრივ, ეს გასაგებიცაა" (!): "პოლიტიკაში  შენ ან სუბიექტი ხარ, ანდა „тебя имеют!“ სხვა პერსპექტივა არ არსებობს, – სხვა პერსპექტივა გამორიცხულია!

სწორედ ეს გარემოება აქცევს პოლიტიკას ადამიანის მოღვაწეობის ძალზე  თავისებურ  და ყოფითი რეალობისაგან დიამეტრალურად განსხვავებულ სფეროდ, განსხვავებული ურთიერთობებით, თამაშის წესებითა და უპირატესობების რანჟირებით. სწორედ პოლიტიკის ეს თავისებურება განაპირობებს პოლიტიკაში სუბიექტთა (ანუ ძირითად მოთამაშეთა!) განსაკუთრებულ სიმცირეს.

პ ო ლ ი ტ ი კ ა „განდობილთა“ საუფლოა!

პოლიტიკაში ყველა სხვა, ვინც სუბიექტი არ არის, ო ბ ი ე ქ ტ ი ა და არაგანდობილთა (ანუ გოიმთა) მრავალფეროვან სიმრავლეს ქმნის. საინტერესოა, რომ პოლიტიკაში ობიექტის კატეგორიას მიეკუთვნება სუბიექტის (პოლიტიკური ლიდერის, ავტორიტარის, ბელადის!) როგორც ზომიერი და გონიერი, ისე თავგადაკარგული და გონებადაკარგული მხარდამჭერებიც. ეს უკანასკნელნი,  მოქმედებისა და ერთგულების გამოხატვის ფორმებით, საქციელითა და  გარეგნობით, ძალიან ჰგვანან პოპულარულ როკჯგუფებზე  ფანატიკურად შეყვარებულ გოგონებს , ანუ „გრუფიიზ“. ამ პოლიტიკური „გრუფიიზ“-ის პოლიტიკური ლიდერებისადმი „ერთგულება და მხარდაჭერა“, ძირითადად, მერკანტილური მოტივებითაა განპირობებული, თუმცა არც იდეოლოგიური გავლენითა და პროპაგანდისტული წნეხით მოპოვებული ერთგულებაა გამოსარიცხი.

პოლიტიკის სუბიექტისათვის მისი მხარდამჭერების, პოლიტიკაში მყოფი არასუბიეტებისა და ხალხის ობიექტად აღქმა ცალსახაა, - განსხვავება მხოლოდ ობიექტების სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებასა და გამოყენების ხარისხში მდგომარეობს. სუბიექტისათვის სწორედ ობიექტთა მრავალფეროვნება ქმნის სამოვნებათა და ვნებათა ფართო გამას.

პოლიტიკის ობიექტთა შორის ხ ა ლ ხ ს გამორჩეულად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ხალხი სუბიექტისათვის ვნებათა დაკმაყოფილების უმაღლესი საშუალებაა! ეს მარკიზ დე სადის საუფლოა – ნეტარების მწვერვალი! ამ ნეტარებას განაპირობებს იმის შეგრძნება  და აღქმა, რომ ხალხს შეუძლია, - თუ არ დაიზარებ, გვარიანად გაირჯები და სათანადო კონდიციამდე მიიყვან, -  დააკმაყოფილოს შენი (სუბიექტის) ყველაზე ფანტასტიკური და ჯერაც გაუცნობიერებელი კაპრიზებიც  კი, - ზოგჯერ ისეთ კაპრიზებიც, თავსაც რომ ძნელად გაუმხელს სუბიექტი.

მარკიზ დე სადი გენიალური და განსაკუთრებული მოვლენაა, უცნაური და მოურიდებელი!  დაუნდობელი საკუთარი თავისადმი, იგი ადამიანსაც დაუნდობლად მოექცა - ნიღაბი ჩამოახია, სულიერად გააშიშვლა, სექსუალური სიამოვნება რელიგიად უქცია და ადმიანი მის მიწიერ გრძნობათა ქვესკნელში ჩამარხა! მან ადამიანს სათუთად დაგმანული ისეთი  კუნჭულებიც ამოუბრუნა და დაუბერტყა, თვით მისი მატარებელიც კი სულის სიღრმემდე შეძრა და შეაძრწუნა! მაგრამ ადამიანისათვის ეს მომენტალური, წუთიერი შოკი აღმოჩნდა. ხანმოკლე რეფლექსიის შემდეგ იგი (ადამიანი) მიხვდა, - ასეთი "ლუსტრაციის" შემდეგ დასამალი აღარაფერი დარჩენოდა და მისი თავაწყვეტილი ვნებების დასაკმაყოფი- ლებლად ამ ვნებათა შენიღბვა, "ლამაზად შეფუთვაღა"  იყო საჭირო, - სხვა არაფერი!

ადამიანმა იგრძნო (!), - მარკიზ დე სადის მიგნებები ზე-ვნებათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და ნამდვილად ღირდა იმად, თავი "შეეწუხებინა" , საკუთარი მოღვაწეობა და მისწრაფებები ისე მიემართა და წარმოეჩინა, ხალხს მის ბედზე შეჭირვებულ და ძილგატეხილ პიროვნებად "გამოცხადებოდა"  და... აღიარება არ დააყოვნებდა! ხალხს უყვარს მისთვის (ხალხისთვის) "თავდადებული" ადამიანი და მისი (თავდადებული ადამიანის) განცდები!".                                                                

ხალხი, როგორც წესი, კეთილია და გულუხვი!

შედეგმა არ დააყოვნა! სუბიექტის ასეთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და, როგორც კაცთა მოდგმის ისტორია  გვიჩვენებს, მისი "შრომა" ათმაგად იქნა დაფასებული! ხალხი ამ შენიღბული აქტიური და მიზანმიმართული მცდელობის წინაშე დაუცველი აღმოჩნდა. რაკი ხალხმა ვერ შესძლო რეალობისა და მოჩვენებითობის ერთმანეთისაგან გარჩევა, თავისი არცოდნა ერთგულებით გადაფარა და ერთგულების თავდაუზოგავმა გამოხატვამ იგი სენტიმენტალურ გრძნობათა ჭაობში მოისროლა: "როგორ გინდა მშვიდად უცქირო ქვეყნისათვის და ხალხისათვის თავდადებულ და ძილგატეხილ ადამიანებს და გული არ შეგიქანდეს?!

ამ გრძნობის გაჩენისთანავე ხაფანგი მომენტალურად დაიხურა:

"სენტიმენტალურ გრძნობათა მორევში მოცურავე გულაჩუყებული ადამიანი ნებისყოფადაქვეითებული და თავდაცვითინსტიქტმოდუნებული ადამიანია,- წინააღმდეგობას ნაკლებად სწევს!". როგორც კი ადამიანი ამ კონდიციამდე იქნა მიყვანილი, მას (ხალხს) საკუთარი უბედურების აღქმის შეგრძნების უნარი მოუდუნდა და იგი პოლიტიკური სუბიექტის უსუსური მსხვერპლი გახდა.

სწორედ ამ მომენტიდან იწყება  სუბიექტთა აღლუმი, მაგრამ ხალხის ეს მდგომარეობა პოლიტიკის სუბიექტისათვის სუპერ-ნეტარების განცდის მხოლოდ პირველი საფეხურია, - ღირს ადამიანის ამ "კონდიციამდე დაყვანა მისი მომავალი ბედნიერების სანაცვლოდ!.."

მიუხედავად გარეგნული სისასტიკის, შეუნიღბავი აგრესიისა და ობიექტის (სხვა ადამიანის) სრული გათელვისა, მარკიზ დე სადის ადამიანი სულის სიღრმეში მაინც სუსტი და უბადრუკი არსებაა. სწორედ ამ სისუსტისა და უბადრუკობის შენიღბვასა და გადაფარვას ცდილობს იგი თავისი სექსუალური თავაწყვეტილობით, დაუნდობლობითა და ძალადობით! ესაა მისი მთავარი მიზანი! სხვა ყველაფერი ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ...

ლეოპოლდ ზახერ-მაზოხიც გენიალური ადამიანია, - არასათანადოდ დაფასებული და აღიარებული! მანაც ჩამოხსნა ადამიანს ნიღაბი დ იგი მისი უსუსურობის სულიერ ჭაობში მოისროლა! მარკიზ  დე სადისაგან განსხვავებით, რომელმაც ადამიანის სასტიკი აგრესიული ბუნების რეალურ სახედ სექსუალური ძალადობა აქცია, ლეოპოლდ ზახერ-მაზოხმა ადამინს შეფარულ სიამოვნებად საკუთარ თავზე განცდილი ტკივილი, მისი (ადამიანის) სულიერი და მორალური განადგურებით მიღებული შეგრძნებები გაუხადა! რაღაც კრიტიკული ზღვარის შემდეგ, ადამიანი რეალურობის განცდას კარგავს, საკუთარი გრძნობებისა და განცდების პარაბოლიზაციას ახდენს და თვითიზოლაციის გზით აღქმათა განსაკუთრებულ სამყაროში აღმოჩნდება, ტკივილისა და საკუთარი უსუსურობის განცდა სიამოვნებად და ნუგეშად ესახება და ეს გრძნობა ახდენს რეალობის აღქმის დაკარგვის კომპენსაციას.

ლეოპოლდ ზახერ-მაზოხის ადამიანი აღარ არის მოძალადე და აგრესორი, დაუნდობელი და აღვირახსნილი, როგორც მარკიზ დე სადის ადამიანი! ლეოპოლდ ზახერ-მაზოხის ადამიანი ნივთია, სულიერად გატეხილი არსებაა, რომელსაც საკუთარი უსუსური ყოფა, განცდილი ტანჯვა და ტკივილი თავშესაფრად და ნუგეშად გადაუქ ცევია. მისი ეს მდგომარეობა "ტანჯული სულის" თავშესაფარია და, ამავდროულად, განსაკუთრებული მაკომპენსირებელი გრძნობის მომგვრელიც "საკუთარი სულიერი სიმაღლის სხვათა მიუწვდომლობის შეგრძნების" გამო!..

აი, სოდო-მაზოხიზმი კი ნამდვილად უნიკალური, ზე-არაორდინალური მოვლენაა! სოდო-მაზოხიზმი არ არის ზემოთ განხილული ორი მოვლენის (სადიზმისა და მაზოხიზმის) მექანიკური ჯამი. სოდო-მაზოხიზმი სინთეზური მოვლენაა, თვისობრივად და არსობრივად განსხვავებული. ბუნებრივია, მისი მატარებელი ადამიანიც ასევე სინთეზური და "არაჩვეულებრივი" გრძნობების მატარებელი არსებაა (!). მისი მეხსიერება, თითქოსდა, "ინახავს"  წარმოდგენებს მისი  ბუნების ძლევამოსილების, დაუნდობლობისა და აგრსიულობის შესახებ, მაგრამ ეს მეხსიერება ბინდგადაკრულია, - მინავლებულ უსუსურ სულს აღმაფრენა აღარ შერჩენია! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოდო-მაზოხისტურ სივრცეში სუბიექტ-ობიექტის მიმართება ირღვევა, - სუბიექტი, ამავე დროს, ობიექტიცაა და ეს მონაცვლეობა მისი ყოფის განუყოფელი ნაწილი ხდება, - როდისაა იგი სუბიექტი და როდის ობიექტი, ამის იდენტიფიცირებას მისი გონება ვეღარ ახდენს. იგი უსიცოცხლო და უუნაროა ობიეტის გარეშე და იმ  შორეულ  წარსულში განცდილი გრძნობის გახსენების გარეშე, რომელიც მის მეხსიერებას შემოუნახავს. მისი გონების მცირეხნიანი გამონათებები გონების, მისი ფსიქიკის მდგომარეობას ვერ ცვლის, - პირველივე  შესაძლებლობისთანავე იგი განცდილის დაბრუნებისაკენ მიილტვის და ეს ლტოლვა იმდენად დიდია, სიცოცხლის შენარჩუნების ინსტიქტსაც კი უხშობს. აღსანიშნავია, რომ მისი ხასიათის ეს მონაცვლეობა დიდი ამპლიტუდითა და მაღალი სიხშირით ხდება და ეს რხევები დაუყარებელ რხევათა რიგს მიეკუთვნება!..

საქართველოს და ქართველებს დიდი ხანია "имеют!".

ქართველთა ეს მდგომარეობა "ღამის პორტიე"-ს (1974 წ.), - ლილიანა კავანის ბრწყინვალე სუპერ-სკანდალური ფილმის, -  ანალოგიაა!

საქართველო - იგივე ლუჩიაა (შარლოტა რემპლინგის გმირი)!                                                                     

აი, მაქსის (დირკ ბოგარტის გმირი) როლში პერიოდულად სხვადასხვა სუბიექტები გვევლინებიან! ეს ფილმი, დღიდან მისი გამოსვლისა, მიუღებელი იყო ცივილიზებული დასავლე თის ოფიციალური წრეებისათვის და გამოსვლისთანავე აიკრძალა კიდეც! ეს არც არის გასაკვირი! ლილიანა კავანის ფილმი მიუღებელი იქნება და არის ყველა შემდგომი პერიოდის დასავლური თუ აღმოსავლური ოფიციალური წრეებისათვის! ამ ფილმის არსი ტოტალიტარული წარსულიდან განთავისუფლებაში დევს (კონკრეტულად დასავლეთ ევროპისათვის, - ნაცისტური წარსულიდან განთავისუფლებაში). რაკი ჩვენ ჩვენი ტოტალიტარული წარსულიდან უნდა გვინდოდეს განთავისუფლება, - და ჩვენი წარსული სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ფსიქიკის მდგომარეობა (!), - სწორედ ამიტომაც, ლილიანა კავანის ეს შესანიშნავი ფილმი, შეიძლება, საუკეთესო საშუალება იყოს ჩვენი ყურადღების კიდევ ერთხელ კონცენტრაციისათვის და ჩვენი მდგომარეობისკრიტიკული გააზრებისათვის. ეს წერილიც, ალბათ, სწორედ ამ გავლენის ალუზიაა მხოლოდ!

როგორც ჩანს, ჩვენმა მძიმე წარსულმა ჩვენში შეფარულად სოდო-მაზოხისტური კომპლექსი გააჩინა და დროში თანდათან განავითარა! კარლ გ. იუნგის მიხედვით, კომპლექსი "შინაგანი ადამიანის" მსგავსი რამაა, რომელიც გამოყოფილია ფსიქიკის ძირითადი მასივიდან, გადაქცეულია დასრულებულ ერთიან მთლიანობად და ტირანულად მოქმედებს მისი მატარებელი ადამიანის ქმედებებზე. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ჩვენს მოქმედებებს აშკარად ეტყობა, რომ ეს ზემოქმედება ჩვენს გონებაზე ძალზე ძლიერია. ჩვენ ვერ გავდივართ ცხოვრების იმ რეჟიმზე, როცა ტოტალიტარული წარსულის რეციდივები, მისი  გამოვლენის სხვადასხვა ფორმით, იწვევდეს უარყოფისა და მისი ბლოკირების სურვილს. პირიქით, ლუჩიას მსგავსად, ისევ მივილტვით  მისკენ, - გვინდა კიდევ ერთხელ განვიცადოთ ის "სიამოვნება", რომელიც არაერთხელ განგვიცდია წარსულში, როცა სადიზმის ობიექტი ვიყავით! ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ "დავივიწყოთ" ის გამაოგნებელი განცდა, რასაც ერთმანეთს "განვაცდევინებდით" სპეციფიურ პირობებში და, - რაკი ვნების დაძლევის ძალა აღარ დაგვრჩენია (?!), - ვნებას მინდობილნი, იმ გზას ვადგავართ, რომელსაც ორივე მოუსავალ-მოუბრუნებელში მიჰყავს - მოძალადეც და მსხვერპლიც, თუმცა, რომელი რომელია, უკვე ძნელი გასარჩევი ხდება! ფილმში, სიმბოლურად, ამ მდგომარეობის გამომხატველი ბოლო სცენაა, როცა მაქსი და ლუჩია იღუპებიან ხიდზე! ხიდი სიმბულური მინიშნებაა წარსულში დაბრუნებაზე, რომლის (წარსულის!) დათმობაც მათ აღარ ძალუძთ, - წარსულში დაბრუნების მცდელობა კი, როგორც წესი, სიკვდილის ტოლფასია!

 

დემურ გიორხელიძე 

17 აპრილი, 2011 წ.

თბილისი