აქტუალური
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა.

გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.