პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსული დერბი, ქართული დოღი და გოგი ხაინდრავას 389 სიტყვა

   რუსეთი & საქართველო: ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე? – 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ქართველი ხალხი ეძებდა პასუხს კითხვაზე: ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში? საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები, საგამოძიებო კომისიების დასკვნები და ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ერთმანეთს კარდინალურად ეწინააღმდეგება. და აი, 17 წლის შემდეგ, ქართველმა კინორეჟისორმა-დოკუმენტალისტმა გოგი ხაინდრავამ, სულ რამდენიმე წუთში წარმოთქვა 389 სიტყვა, რის შემდეგაც ამ შეკითხვის დასმა უბრალოდ უაზრობაა.

   2025 წლის 28 მარტს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გოგა (იორგი) ხაინდრავამ მოიყვანა უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მაშინ რუსეთმართალი იყო. ხაინდრავამდე დაკითხულმა სააკაშვილის სამხედრო მეთაურებმა დაადასტურეს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, 23 საათზე და 47 წუთზე, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, დაიწყო ცხინვალის რეგიონის საარტილერიდაბომბვა.

   ქვემოთ მომყავს 2004-2006 წლებში კონფლიქტების დარეგულირების საქმეში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავა წარმოთქმული ეს 389 სიტყვა, ამის შემდეგ კი რამდენიმე დაზუსტებას მივამატებ.

    გოგა ხაინდრავა: „ძალიან საინტერესო ამბავი ხდება, ზუსტად არ მახსოვს, გაზაფხულის ბოლოს თუ ზაფხულის დასაწყისში. ვლადიმერ პუტინი მოსკოვში მართავს დოღს, სადაც დაპატიჟებულია „ესენგეს“ ყველა პრეზიდენტი თავიანთი ცხენებით, რათა იქ მიიღონ მონაწილეობა. დაპატიჟებულია სააკაშვილიც. აჭარის მოვლენებიდან ერთი-ორი თვე არის გასული, ახალი მომხდარია აჭარის მოვლენები. დელეგაციაში ვართ გელა ბეჟუაშვილი, სააკაშვილი მეუღლესთან ერთად, მე. კიდევ არ მახსოვს, ვიღაც შეიძლება იყო, მაგრამ იმ დოღზე, რომელიც მოსკოვის ჰიპოდრომზე გაიმართა, მიპატიჟებული ვიყავით სააკაშვილი ცოლთან ერთად, გელა ბეჟუაშვილი და მე. იყო დიდი სუფრა, სადაც პრეზიდენტები ისხდნენ ერთად, პატარ-პატარა სუფრებთან ვისხედით „ესენგეს“ ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეები და ისინი, ვინც თან ახლდათ პრეზიდენტებს.

დოღი რომ დამთავრდა, პუტინმა დაპატიჟა პრეზიდენტები, ცალკე სუფრა იყო გაშლილი სადღაც შენობაში. ჩვენ სხვაგან გაგვიშალეს სუფრა, ეტყობა, ამდენი ხალხი იქ ვერ ეტეოდა. ძალიან საინტერესო იყო, რომ „ელექტროქარი“ რომ არის პატარა, ორადგილიანი, გოლფის მოედანზე რომ დადის, ისეთი იდგა იქ, გასასვლელზე და პუტინი რომ გავიდა, სააკაშვილი დაისვა გვერდზე, იქით ალიევი იყო, ნაზარბაევი, სხვებიც იყვნენ, ყველას გვარი არ მახსოვს, ძალიან პატივცემული პრეზიდენტები იყვნენ.

დაახლოებით ერთი საათი, საათ-ნახევარი გრძელდებოდა სუფრა. ჰიპოდრომი პატარაა, ამიტომ ჩვენი მანქანები იქ ვერ შევიდა, მარტო პრეზიდენტების მანქანები იყო შესული. სააკაშვილი ურეკავს ბეჟუაშვილს, რომელიც გვერდზე მიზის და ეუბნება, ახლა გამოვალ მანქანით, დამხვდით და მანქანაში ჩამისხედითო. დავხვდით, ჩავსხედით მანქანაში და ბეჟუაშვილი ეკითხება, აბა, რა იყო, მითხარიო. რას ლაპარაკობ, მაგარი შეხვედრა გვქონდაო. ზუსტად სიტყვასიტყვით გეუბნებით, რა თქვა სააკაშვილმა მანქანაში: პუტინმა მითხრა, ნახე, აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად და კარგად გადაწყდაო? ხომ ნახე ყველაფერიო. ამიტომ, ჩვენს ურთიერთობებს თუ ისე დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო ზუსტად ამ ურთიერთობებით, მეგობრიობითო. ოღონდ ერთი რამ მინდა, გითხრათო, ამას დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი წელიო. მეც საზოგადოება მყავს, იქ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აზრია და ეგრე მიყოლებით ამას ვერ გავაკეთებთო.

   სიჩუმეა მანქანაში. ბეჟუაშვილი ეკითხება, მერე შენ რას ფიქრობო? რის ერთი წელი, სად არის ერთი წელიო, ერთი წელი, არა ისო. მაგას დავალაგებთ ახლავე, რომ დავბრუნდებითო. მაშინ მივხვდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, დიდი ბრძოლა იყო ჩემ წინააღმდეგ, ამ თანამდებობას არ დავტოვებ-მეთქი. დავბრუნდი თბილისში და ყველას გახსოვთ კარგად 2004 წლის ზაფხულის მოვლენები, როდესაც, პრაქტიკულად, სამხედრო კონფლიქტის პირას დავდექით ყველანი“.

    არნო ხიდირბეგიშვილი: დერბი, რომლებსაც იხსენებს გოგხაინდრავა, იყო პირველი დოღი რუსეთის პრეზიდენტის პრიზზე, რომელიც გაიმართა მოსკოვის იპოდრომზე, 2004 წლის 3 ივლისს, დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაოფიციალური სამიტის ფარგლებში. ეს იქცა ტრადიციის აღორძინებად, რადგან რუსეთის იმპერიაში იმართებოდა დოღი იმპერატორის პრიზის მოსაპოვებლად. „დერბი“ ჩვეულებრივ ნიშნავს ერთი ქვეყნის გუნდებს შორის შეჯიბრს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სიტყვა არ წამომცდენია – რუსეთის პრეზიდენტმა,  დსთ-ის ყველა ქვეყანა რომ მოიწვია, ამით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ერთი ოჯახის – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები არია. ხოლო რუსეთის ფედერაციას, ისე, როგორც უწინ რუსეთის იმპერიას კვლავაც მაკონსოლიდარებელი როლი აკისრია.

   ხაინდრავა მართალია – ამ მოვლენადს ადგილი მართლაც ჰქონდა აჭარაში მომხდარი მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ, თუ მოვლენათა დასასრულად ჩავთვლით 2004 წლის 5-6 მაისის ღამეს, როცა ასლან აბაშიძემ, ვაჟთან ერთად, დატოვა ბათუმი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად გაემგზავრა მოსკოვში. პუტინმა სწორედ ამიტომ შეახსენა სააკაშვილს აჭარა – რომ არა რუსეთის პრეზიდენტი, სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ვერასოდეს გადალახავდნენ ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარს, რომლის ტერიტორიაზეც, ბათუმში, განთავსებული იყო რუსული სამხედრო ბაზა, რომ აღარაფერი ვთქვათ სპეცრაზმსა და აჭარის ძალოვანი სტრუქტურების სხვა გასამხედროებულ ქვედანაყოფებზე.

   ამრიგად, 2004 წლის 3 ივლისს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტვლადიმერ პუტინი, ორგი ხაინდრავას თქმით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით შეეგება, მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზა და აღუთქვა დახმარება ტერიტორიული პრობლემის გადაჭრაში ცხინვალის რეგიონში. მაგრამ სააკაშვილი აღმოჩნდა ცრუპენტელდა საშიში გარეწარი.

   აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო 2004 წელს სააკაშვილისა და პუტინს შორის მოსკოვში. პირველად ისინი შეხვდნენ 2004 წლის 11 თებერვალს, რაც ახლადარჩეული საქართველოს პრეზიდენტის პირველი საგარეო ვიზიტი იყო. შეხვედრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა სააკაშვილქვეყნის მეთაურის პოსტზე არჩევა. კრემლში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები, რუსული ენერგორესურსების მიწოდების საკითხები ქართული მხარისთვის, ასევე, რუსეთის წინაშე საქართველოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხები. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა აწვრილებით განიხილეს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და მდგომარეობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. შესაბამის დავალებები მიეცა რუსეთისა და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებსერთობლივი საქმიანობის დაგეგმვასთან დაკავშირებით, როგორც უშუალოდ საზღვარზე, ისე შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთქმედებებში. პუტინდა სააკაშვილასევე შეთანხმდნენ „სოჭის პროცესის“ განახლებაზე – ენერგეტიკის, რკინიგზის აღდგენისა და ლტოლვილთა დაბრუნების მიმართულებით სამმხრივთანამშრომლობის აღდგენაზე რუსეთის, საქართველოსა და აფხაზეთის მონაწილეობით.

    თუმცა სააკაშვილმა ყველა ეს შეთანხმება ჩაშალა – ისევე, როგორც რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის გრაფიკი. 2020 წლის 11 მარტს კი „ТАСС“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სთხოვა იმჟამინდელ ქართველ კოლეგას, არავითარ შემთხვევაში არ ეცადა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტა“, და სააკაშვილმაც პირობა მისცა, რომ ამას არასოდეს გააკეთებდა“, თუმცა სიტყვა არ შეასრულა...

   შედეგად, 2009 წლის 18 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის პრიზისთვის გამართულ მეექვსე დოღზე მიწვევა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრეზიდენტების გარდა, მიიღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა – სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ.

  მაგრამ ქართული პოლიტიკური დოღი გრძელდება - საქართველოს მიწების 20%-ს ჩამბარებელ სააკაშვილ-ზურაბიშვილის თავხედ ჯგროს ისევ ხელისფლებაში დაბრუნება სურს!

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და ინფორმაციული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

31.03.2025
საქართველო, თბილისი