პუბლიკაციები
მარგალიტა ხიდირბეგიშვილი "წმინდა გიორგის" ნიშნით დააჯილდოვდა

   2025 წლის 16 თებერვალს, თბილისის მწერალთა სახლში, საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ წიგნის „დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები“ გამოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის გაღებული სამსახურებრივი ღვაწლისთვის "წმინდა გიორგის" ნიშნით დააჯილდოვა 12 პირი, მათ შორის - თბილისის საკრებულოს ეროვნული უმცირესობათა საბჭოს დამაარსებელი და თავმჯდომარე, თბილისის „მეგობრობის სახლის“ დამფუძნებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი.

საქინფორმი