საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 43 მილიონ ლარს გამოუყოფს

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მთავრობამ განათლების სამინისტროს საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 43 035 000 ლარის გამოყოფა დაავალა.

შესაბამისი განკარგულება „ქართული ოცნების“ მთავრობამ 14 მარტს გამოსცა და მასში ჩამოთვლილია 53 საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთა „ფინანსური დახმარებისთვისაც“ გამოიყოფა თანხები.

„ქართული ოცნების“  მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით, თბილისის სასულიერო აკადემიას 12 500 ლარი გამოეყოფა.

გასული წლის მარტში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად 35 მილიონი ლარი გამოყო, გარდა იმ 25 მილიონი ლარისა, რომელსაც საპატრიარქო ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოგვიანებით, იმავე წლის აგვისტოში, საქართველოს მთავრობამ დამატებით 2 მილიონი ლარი გამოუყო წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს (SANGU).