სამართალი
საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ უშედეგო მედიაციის შემდეგ „რუსთავი ფოლადის“ დასაქმებულები გაიფიცნენ

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. შპს „რუსთავი ფოლადის“ დასაქმებულები უშედეგო მედიაციის შემდეგ დღეს დილიდან გაიფიცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანება ავრცელებს.

პროფკავშირთა გაერთიანების ცნობით, გაფიცულთა მოთხოვნაა ხელფასების 500 ლარით მატება, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, საპრემიო სისტემის გადახედვა და კოლექტიური ხელშეკრულების დადება მათი უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შესაქმნელად.

დამსაქმებელი საპასუხოდ მათ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პირველი ივლისამდე ყოველ თვეს, ეტაპობრივად ხელფასების 50 ლარით ზრდას სთავაზობს, რაც დასაქმებულთათვის მიუღებელია. დასაქმებულების ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს. დღეს დილიდან გაფიცულებს სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაფიცვა გაგრძელდება უწყვეტად დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე“, – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.