რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სამხრეთ კავკასია რუსეთს შორდება

    ორი სამხედრო კონფლიქტი – უკრაინაში და ღაზის სექტორში – კიდევ დიდხანს დარჩება მსოფლიო მედიის მთავარ თემად, ორივეს მოგვარება ამერიკამ ითავა. დონალდ ტრამპი რუსეთის პოზიციას გაგებით ეკიდება და ისრაელს მხარს უჭერს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის ყველა პრეზიდენტის გუნდზე ძლიერი პროფესიონალთა გუნდი შემოიკრიბა და ვაშინგტონის კონტაქტები მოსკოვთან და თელ-ავივთან ინტენსიურია, შედეგების დამაიმედებლად შეფასება ნაადრევია. დროებით ან სრულად ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გაცვლა/მძევლების ნაწილის დაბრუნება არ წარმოადგენს გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობებს, თუკი არ მოხდება კონფლიქტების მიზეზების აღმოფხვრა, ხოლო მხარეთა პოზიციებში ჯერჯერობით ვერ იძებნება სეგმენტები, რაზედაც მყარად იქნებოდა შესაძლებელი კონსენსუსის კონსტრუირება. და რაც უფრო მეტად დაირღვევა დროებითი ზავის პირობები, მით უფრო დარწმუნდებიან მოსკოვსა და თელ-ავივში, რომ დასახული საწყისი მიზნები – რუსეთის ნაწილად ცნობილი ტერიტორიების გათავისუფლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე მძევლების სრული გათავისუფლება და ღაზის სექტორზე სრული კონტროლი – ცეცხლის სრულად შეწყვეტის უალტერნატივო პირობებად რჩება.

პარალელები შესაძლოა არაკორექტულად მოჩანდეს, მაგრამ ყარაბაღის - მსოფლიოში ერთადერთი ყველაზე სწრაფად დასრულებული გაჭიანურებული კონფლიქტის დამთავრების - გამოცდილება არ იქნებოდა ურიგო ორივე ზემოაღნიშნული კონფლიქტის არცერთი მონაწილისთვის. რეალიების გაცნობიერება გარდაუვალია – სამი წლის განმავლობაში მთელი NATO-ს ბლოკის დახმარებამ ვერ მოუტანა გამარჯვება უკრაინას, მიუხედავად ისრაელის სამხედრო ძლიერებისა და აშშ-ის მხარდაჭერისა, წელიწად-ნახევარში ვერ მოხერხდა ჰამასის განადგურება, რომელსაც მხარი დაუჭირეს ჰუსიტებმა, ამის გარეშე წინსვლა აბსოლუტურად შეუძლებელია. ვერც უკრაინის NATO-ში არმიღების დაპირება და ვერც ღაზის პრობლემის გადაწყვეტა პალესტინის ავტონომიის ფარგლებში, რომელსაც ბოლო ხანებში არავინ იხსენებს, საკმარისი არ გახლავთ.

   ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ამ ორი კონფლიქტის დასრულება არა მხოლოდ ტრამპის პრესტიჟის საკითხია – მთელი მისი წინასაარჩევნო კამპანია ხომ სწორედ იმ დაპირებაზე აიგო, რომ თითზე ჩამოსათვლელ დღეებში დაასრულებდა მათ და, ასევე, „მძინარე“ ბაიდენის უხეირო ადმინისტრაციის უნიჭობის კრიტიკაზე. თუმცა, იმიჯის მომენტიც მნიშვნელოვანია – ტრამპს მალე შუალედური ანგარიშების დრო მოუვა, შედეგები კი ჯერჯერობით არ ჩანს:

- ღაზის სექტორში ტრამპის მუქარის არ შეშინებიათ – მძევლები არ გაუთავისუფლებიათ და ფეხიც არ მოუცვლიათ - მიწისქვეშა ქალაქი იმისთვის კი არ გაუთხრიათ, რომ ტრამპს იქ ბეტონი ჩაესხა და საზღვაო კურორტი გაეშენებინა (თუმცა ახლა ბაიდენი აყენებს წინადადებას, ყირიმში საერთაშორისო საზღვაო კურორტი აშენდეს);

- გრენლანდიამ და კანადამ უარი თქვეს აშშ-ში შესვლაზე;

- ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები თავად აშშ-ის ეკონომიკას დაუბრუნდა ბუმერანგივით;

- USAID-ის დახურვაც კი ვერ მოხერხდა, რადგან სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება არაკონსტიტუციურად სცნო.

   შედეგად, ისრაელმა განაგრძო საჰაერო იერიშები ღაზაზე, აშშ-მა კი იემენს დაარტყა, თუმცა ჰუსიტები არ შეშინებულან და ბენ-გურიონის აეროპორტსა და წითელ ზღვაში მყოფ ამერიკულ გემებზე საპასუხო იერიშები მიიტანეს. უკრაინაში კი – განსხვავებით ისრაელისგან – სიტუაცია სულ სხვაგვარია: ტრამპისთვის კრიტიკულად აუცილებელია იქ საპირისპირო შედეგის – მშვიდობის მიღწევა, რადგან მილიარდერი, რომელმაც თითოეული დოლარის ფასი იცის, არ აპირებს ამერიკელი გადამხდელების ასობით მილიარდის გადაყრას იმთავითვე წაგებულ უკრაინულ პროექტში და ზელენსკის გუნდის ჯიბეებში, რომელიც უკვე დაიყაბულეს არჩევნების ჩატარებაზე. პირიქით – ტრამპი ეძებს ნებისმიერ საშუალებას, რათა უკან დააბრუნოს ბაიდენის მიერ უკრაინაზე დახარჯული 350 მილიარდი დოლარი და გარდა იშვიათი მიწალითონებისა, ვერაფერი ღირებული იქ ვერ აღმოაჩინა.

ის სასურველად მიიჩნევს შეთანხმებას რუსეთთან – ფრონტზე უპირატესობა სწორედ რუსეთის მხარესაა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიების დაბომბვა დიდი პრობლემა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გაწეული ხარჯია. ტრამპს ასევე სურს დასაჯოს ამერიკის „მხევალი“ – ევროპა, განსაკუთრებით – საფრანგეთი და გერმანია, რომლებსაც მთელი ამ წლების განმავლობაში NATO-ს ყულაბაში ბევრად ნაკლები შეჰქონდათ, ვიდრე აშშ-ს, ხოლო დღეს ღიად ეწინააღმდეგებიან ომის შეწყვეტას და აპირებენ უკრაინისთვის მხარდაჭერის გასამმაგებას – აშშ-ის გარეშეც კი. ტრამპი ბიზნესმენია – ამიტომაც მისთვის ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ტევტონური ორდენისა და მრგვალი მაგიდის რაინდების შთამომავალთა ახირებული იდეები "ბოროტების იმპერიის" განადგურების აუცილებლობაზე ტრამპისთვის ცარიელი სიტყვებია, ის „ამერიკული ოცნების“ აღორძინებაზე ფიქრობს და არა – სიცივითა და სიბნელით სავსე უავგოსტოესი ევროპელების ცივ და პირქუშ საგვარეულო სასახლეებში ხეტიალზე გრძელი ხმლითა და რაინდის აბჯრით! ალბათ პირველად ისტორიაში, ტრამპის წყალობით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ანგლო-საქსების ინტერესები გაიყო. და სანამ მშვიდობა არ იქნება – იქნება ომი. პრობლემა არა ზელენსკისა და მის გუნდშია, არამედ იმ უკრაინელ ხალხში, ვინც საკუთარი ნებით დარჩა უკრაინაში. მათთვის ომი – ცხოვრების წესია, ამიტომაც არ სურთ მისი შეწყვეტა. მით უმეტეს, რომ უკრაინის ომამდელ დონემდე აღდგენის იმედი აღარ აქვთ. მათთვის მხოლოდ სამხედრო დახმარებაა რეალური – ევროპა უკრაინას ფულს რუსეთთან ომისთვის უხდის, ქვეყნის აღდგენისთვის კი არა.

არადა, ეს ყველაფერი არც 2022-ში და არც 2014-ში არ დაწყებულა. მაშინ ყველა თვალს ხუჭავდა შემაშფოთებელ ტენდენციაზე, რომ პოსტსაბჭოთა უკრაინა „შავ ხვრელად“ იქცა – სადაც თავი მოიყარეს კრინინალებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან. კერძოდ, მთელმა ქართულმა კრიმინალიტეტმა, კანონიერმა ქურდებმა როგორც რუსეთიდან, ასევე საქართველოდან. უკრაინაში უკვალოდ ქრებოდა მილიონობით დოლარის ღირებულების პროდუქციით დატვირთული ტრაილერები ევროპიდან, უკრაინის გავლით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე. ბევრმა ქართველმა გადამზიდავმა ამის გამო ქონება და სიცოცხლეც კი დაკარგა…

აშშ-თან მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის ფედერაცია თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ისრაელის მოქმედებებზე ღაზას სექტორში, ირანისა და სირიის საკითხებზე. თურქეთი კი, შექმნილი ვითარების ლოგიკური გამოყენებით, აფართოებს თავის როლს რეგიონში – სირიიდან პალესტინამდე, აფხაზეთიდან უკრაინამდე – ყველგან, სადაც პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის ეროვნულ ინტერესებს ხედავს. ეს ინტერესები კი ხშირად რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ეგებ ერდოღანის შიდა პრობლემებმა – მთავარ კონკურენტთან, სტამბულის მერთან, რომელსაც მხარს უჭერს ანგარიშგასაწევი ელექტორატი, სწორედ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაძაბული ურთიერთობის შედეგია. ეს ყველაფერი, ცხადია, ართულებს თურქეთის უახლოესი მოკავშირის – აზერბაიჯანის პოლიტიკას რუსეთისა და აშშ-ის მიმართ.

პარადოქსია - მიუხედავად რიგი მიმართულებებით მეტოქეობისა, ღაზის სექტორის საკითხში ანტიამერიკული და ანტიისრაილური პოზიცია აახლოებს თურქეთს ირანთან. ამიტომ ირანი აღარ აყენებს უწინდელ პრეტენზიებს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით და ხელს არ უშლის სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას, რომლის ხელმოწერაც უკვე მოახლოებულია. გამორიცხული როდია, რომ შეთანხმების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, კობახიძის აქტიურმა შატლურმა დიპლომატიამ – მისმა არაერთმა ვიზიტმა სომხეთსა და აზერბაიჯანში – როგორც პირადად, ისე დელეგაციის თანხლებით. ხოლო თუ ზოგადად გავითვალისწინებთ საქართველოს პრემიერის აღმოსავლურ-შუააზიურ ვიზიტებს, უთუოდ შევნიშნავთ: სამხრეთ კავკასია დღითიდღე შესამჩნევად შორდება რუსეთს. აი ნახეთ:

საქართველო ოფიციალურად უწინდებურად პროდასავლურად რჩება და აშშ-სთანსუფთა ფურცლიდანსტრატეგიულ პარტნიორობას აცხადებს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, იმავე დროს უგულებელყოფს რუსული მხარის პარალელურსიგნალებს“. პარალელურს, რადგან რუსეთის ხელისუფლებაში კვლავ რჩებიან გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებსაც ურჩევნიათ საქართველო-რუსეთს შორის ხიდის აღდგენაზე ფიქრის ნაცვლადბაგირებიგაჭიმონ ორ ნაპირს შორისდა ასეთივე დაძაბული ურთიერთობები შეინარჩუნონ. ოფიციალური მოსკოვის მხარდაჭერა საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებებისა და სხვადასხვა ინიციატივის მიმართ მაღალ დონეზე არ გამოიყენება, თუმცა რუსულ-ამერიკული დიალოგის დღევანდელ ვითარებაში სულაც არ წარმოადგენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის ალტერნატივას. ფორმალურად საქართველო ევროკავშირში იმიტომ არ მიიღეს, რომ არ გაახსნა .. „მეორე ფრონტიდა უარი თქვა ეკონომიკურ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება NATO- წევრობას, ტრამპმა ჯერ კიდევ თავისი პირველი ვადით პრეზიდენტობისას უთხრა საქართველოს მკაფიოდ: „არა!“. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიამდე ყოველწლიურად მაინც ატარებდა NATO- რამდენიმე წვრთნას საკუთარ ტერიტორიაზე.

რაც შეეხება სომხეთს – ევრაზიული კავშირის და ОДКБ-ის წევრ სახელმწიფოს – რომელიც რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურ ციტადელად ითვლებოდა იქ განთავსებული რუსული ბაზებით, დღეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც სომხეთში ამხილეს ამერიკის საელჩო და გაჩაღდა „რევოლუცია“, რომელმაც ხელისუფლებაში პროდასავლური პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მოიყვანა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა – სომხეთის ხელისუფლებამ ეს გამოიყენა საგარეო კურსის დასავლეთისკენ შემოსაბრუნებლად: ევროკავშირი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ., სომხეთი საქართველოს გზას დაადგა. აღსანიშნავია, რომ 15 იანვარს – ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე – სომხეთმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმა, ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველომ გააკეთა 2009 წლის 11 იანვარს. სომხეთმა უარი თქვა რუს მშვიდობისმყოფელებზე, ОДКБ-ში მონაწილეობაზე და რუსულ ბაზებზეც – ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოს მოიმოქმედა პრეზიდენტი სააკაშვილის დროს.

განსაკუთრებით შესამჩნევია რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაციება – მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი რუსეთის სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია. განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს „კარგებად“ და „Deep State“-ად ყოფს, აზერბაიჯანმა თავიდანვე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები და არ სურს ინტეგრაცია EU-ში ან NATO-ში. თუმცა არჩევანის წინაშე – რუსეთსა და თურქეთს შორის – აზერბაიჯანი, ახსნა-განმარტების გარეშე გასაგები მიზეზებით, აშკარად ანკარას აირჩევს. ეს არა უბრალოდ მადლიერებაა დახმარებისთვის – მიუხედავად იმისა, რომ ბაქომ, ანკარას გაუთვალისწინებლად, ისრაელთან დამოუკიდებლად ააგო ურთიერთმომგებიანი ურთიერთობები, ანუ აქ საუბარი არ არის ერდოღანის პოლიტიკის ბრმად მიმდევრობაზე. ტრიგერად იქცა აზერბაიჯანული კომპანია „AZAL“-ის ლაინერის, „Embraer E190“-ის ავიაკატასტროფა  და პრო-პარიზული სომხეთის აშკარა ლიდერობა რუსეთის მიუღებლობაში.

    რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილსმილიარდერს და მმართველი პარტიაქართული ოცნებისდამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარესმისი ლოგიკა ასეთია: „სანამ აშშ და რუსეთი უკრაინის საკითხს არჩევენ, ხოლო ქართული ოპოზიცია და .. სამოქალაქო საზოგადოება დასავლურ გრანტებზე მუშაობსსაქართველო ბიზნესით დაკავდებ“. ამით აიხსნება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი ვიზიტების სერიაჯერ ჩინეთში, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, შემდეგაზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და სომხეთში. უშუალო კავშირი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ТМТМ) ქვეყნებისგან, რომლებიც უშუალოდ „შუა დერეფნის“ მარშრუტზე არიან განლაგებული და პროექტში მონაწილეობენ, მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, უდავოდ სარგებლის მომტანია. ეკონომიკური სარგებელიდა თან მოკლე დროშისწორედ ესაა კობახიძის აღმოსავლურ-შუააზიურ ვიზიტების მიზეზ და არაროგორც ზოგიერთი პოლიტოლოგი ამტკიცებსდასავლეთით იმედგაცრუებული საქართველოს გეზის აღმოსავლეთისკენ შებრუნებ. თანაც, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერიდამაკავშირებელი ჭურჭელია“, ანუ როცა საქართველო საქმეებს აწარმოებს რუსეთის მეგობრულ ქვეყნებსა და პარტნიორებთან, ირიბად მაინც ინარჩუნებს კავშირს რუსეთთანდა საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მისი აქტუალიზაცია.

მანამდე კი, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ნელ-ნელა სწავლობს ცხოვრებას რუსეთის გარეშე, რომელმაც, როგორც იმპორტიორმა და ექსპორტიორმა, საქართველოსთვის უკვე მესამე პოზიციაზე ჩამოინაცვლა. რაც შეეხება საქართველოსა და სომხეთს, ნახშირწყალბადის წყაროების ალტერნატიულ აზერბაიჯანულ კასპიურ და ირანულ რესურსებზე დივერსიფიკაციით, სრულად თავისუფლდებიან რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. საქართველო 2030 წლისთვის სრულიად ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 22 მარტი,
საქართველო, თბილისი