უცხოეთი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი მოკლე განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.
„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი შეთანხმებულია და ელოდება ხელმოწერას. მე ვთავაზობ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმებული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
1tv.ge