უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - ევროპამ დაიწყო საკუთარი თავის მილიტარიზაცია და ომის პარტიად გადაიქცა

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპა მხარს არ უჭერს რუსეთისა და აშშ-ის მცდელობებს, უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

„ევროპამ დაიწყო საკუთარი თავის მილიტარიზაცია და ომის პარტიად გადაიქცა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში სამიტზე იკრიბებიან.

1tv.ge