პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: მთავარია, ქართველები ქართველებად დარჩნენ, და არა დებილებად

     ალბათ, როგორც მოქალაქე და პროფესიონალი, დღეს დიდ სიხარულს და კმაყოფილებას განიცდით, რადგან გაიმარჯვეთ! – მითხრა რუსული საინფორმაციო სააგენტო NEWS FRONT-ის კორესპონდენტმა, – ბევრი რამ ხომ, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდით, რის დამტკიცებასაც ცდილობდით, ისთვისაც 20 ელი იბრძოდით, დღეს, თუნდაც დიდი დაგვიანებით, ასრულდა: დასავლეთი, ევროპელი ლიდერები მხილებულნი და შერცხვენილნი დარჩნენ, რადგან ომის, ნაციზმისა და ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგები აღმოჩნდნენ; სააკაშვილი ციხეშია, შესაძლოა – სამუდამოდ; ხოლო რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მათი მომსახურე ტელეკომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთის აგენტებდა მოღალატეებაღმოჩნდნენ; საქართველოს ხელისუფლებამ მათი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო“

   „კარგია, თუ სიმართლე ბოლომდე იზეიმებს და ნახევარ გზაზე არ შეჩერდება, – ვუპასუხე რუს კოლეგას, – მაგრამ განსაკუთრებული სიხარულის საფუძველი არ მაქვს - ისევე, როგორც ნებისმიერ ადექვატურ ქართველს, რომლებიც არც ისე ბევრნი დარჩნენ. ნიშნის მოგებას, რომ მართალი აღმოვჩნდი, რადგან მრავალმა ქართველმა მართლაც შეწყვიტა ქართველობა და დებილად იქცა, რამაც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა და მოსახლეობის თითქმის განახევრება გამოიწვია, სამარცხვინოდ მივიჩნევ. პირიქით – ნეტავ შევცდარიყავი და ქართველებს ეს წლები ერთმანეთთან და მართლმადიდებელ მეზობელთან სამარცხვინო ომებში, ნატოსა და ევროკავშირისკენ უაზრო სწრაფვაში არ დაეკარგათ! 

   მითხარით, გეთაყვა, რას უნდა ვზეიმობდე?! იმას, რომ ათასობით ქართველი მოღალატე აღმოჩნდა და წლების განმავლობაში საქართველოს, ეკლესიასა და წინაპრებს დოლარებისა და ევროების სანაცვლოდ ყიდდა?! უნდა ვიხარო იმით, რომ დღეს ქართველები, სკკპ-ს ნაცვლად ლგბტ-ს რიგებში ერთიანდებიან?! დღეს პარლამენტი მთელ რიგ კანონებს იღებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ქართველებს ჯაშუშობაში, მოღალატეეობაში, ჰომოსექსუალიზმსა და ნარკომანობაში გვამხელს! სხვაგვარად საჭირო არ იქნებოდა უცხოური გავლენის აგენტებზე, სამშობლოს ღალატზე, ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვასა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაზე კანონების მიღება! აღმოჩნდა, რომ ქართველები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილი იყვნენ როგორც მეღვინეები იმ ქვეყნიდან, რომელმაც კაცობრიობას ღვინო აჩუქა, თავად იქცნენ ნარკომანებად! საქართველო და თამადა, საქართველო და ღვინო სინონიმებად ითვლებოდა, ახლა კი ერის ნახევარი კაიფშია! ჯანმრთელი ქართველები ემიგრაციაში გარბიან, ერი ქრება, რადგან ნარკომანებს არც პოტენცია აქვთ და არც სექსის სურვილი, რომ ბავშვები იყოლიონ, იმუშაონ და ოჯახები არჩინონ! 

   რით უნდა ვხარობდე – რომ პარლამენტში დარბაზის ნახევარი ცარიელია?! ხელისუფლება, თუნდაც საუკეთესო, ოპოზიციის, ოპონენტების, კრიტიკისა და კონკურენციის გარეშე დროთა განმავლობაში ფუჭდება! ხოლო ოპოზიცია საქართველოში კონსტრუქციული კი არა, გამყიდველი, დამნაშავე და კორუმპირებულია! თვითმმართველობის არჩევნებიკარს მოგვადგა, გრანტების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია სულს ღაფავს– გზაც იქით ჰქონიათ! ცუდი ისაა, რომ სახელისუფლებო პარტიის ზოგიერთი მერობის კანდიდატი, მათ შორის დედაქალაქში, ამომრჩევლის მიერ ცუდად აღიქმება, მაგრამ მაინც აირჩევენ, რადგან ოპოზიციას არც ღირსეული კანდიდატი ჰყავს და არც ელექტორატი – შესაბამისად, ამომრჩეველს არჩევანი არ ექნება! დღეს, როდესაც ტრამპმა USAID დახურა (რომელმაც ქართული ოპოზიციისთვის, სხვა ამერიკულ და ევროპულ ფონდებთან ერთად, შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა), ოპოზიციონერები დაიმშნენ და ქილაში მოქცეული ვირთხებივით ერთმანეთს დაერივნენ! ეს სწორედ ის მოღრიალეები არიან, ვინც რუსთაველის გამზირზე დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე ყბედობდნენ და ოთხჯერ შეეცადნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას! 

    დიდი სიმპათიას ვერ ვგრძნობ ხელისუფლებაში მოკალათებული ქართველების მიმართაც, რომლებიც ახლა დაუნდობლად და სამართლიანად აკრიტიკებენ დასავლეთს, თუმცა წლების განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ევროკავშირისა და ამერიკის ელჩის მიმართ სიყვარულში! მათი გარდასახვის ხელოვნება საოცარია, მაგრამ ეს ხომ პოლიტიკაა და არა რუსთაველის თეატრი! ეს ფარისევლები – პოლიტიკოსები არიან, ჩვენი ბედის განმგებლები,  ქვეყნის მბრძანებლები და არა რობიკო სტურუას მსახიობები! აი, ეს არის შემაშფოთებელი! პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არ არის კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტი ან სასულიერო სემინარია, პოზიციისა და პარტიის კარდინალური შეცვლა აქ მოსულა, მაგრამ ასეთი პათოსითა და გაშმაგებით?! ზოგჯერ საკუთარ თვალებსაც ვერ უჯერებ – ნუთუ ეს იგივე ხალხია, ვინც გუშინ ისე გვიფრთხოდა, როგორც ეშმაკი - საკმეველს, დღეს კი ჩვენსავე თეზისებს იმეორებს და ჭკუას ჩვენივე სიტყვებით გვასწავლის?! 

    დღეს ისინი საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ – თურმე მთელი ეს წლები ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძალადობას ითმენდნენ! მაგრამ თუ  მხოლოდ დღეს შეიტყვეს, რომ დასავლეთი, დასავლური „ღირებულებები“ საქართველოდან ისევე შორსაა, როგორც ცა და დედამიწა, რომ ქართველები ევროპელები არ არიან და არც არასოდეს ყოფილან, მაშინ პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ! ხოლო თუ იცოდნენ და დუმდნენ, ესე იგი, მოსწონდათ ბულინგი, რომ მათზე „ძალადობდნენ“ ვალუტის სანაცვლოდ! გამოდის, ისინი არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკური მეძავები არიან! 

   ქართველები თავს იბითურებენ, თუ ფიქრობენ, რომ დასავლეთი კი კარგია, ცუდია „Deep State”-ი, რაღაც „გლობალური ომის პარტია“. ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკური ხელმძღვანელობა მათ მკლავებს უგრეხდა და მათზე ძალადობდა, აიძულებდა კანონების მიღებას და რუსეთთან ომს, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას, ანუ აიძულებდა საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერას, მაგრამ ისინი იმდენად შეშინებულები არიან, რომ დღემდე ვერ ბედავენ აღიარებას, რომ „რუს ოკუპანტებს“, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არაფერი უკარნახიათ! ყველა ქართველი პრეზიდენტი, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით იქნა არჩეული, ომს უცხადებდა „ძმებს“ – როგორც ოსებისა და აფხაზების მოხსენიება მოდად იქცა ქართულ პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქართველებს არც მაშინ მიიჩნევდნენ ძმად და არც დღეს მიიჩნევენ. აი, სწორედ ამიტომ გახდნენ რუსები „ოკუპანტები“! 

   უკაცრავად, მაგრამ, განა ჩრდილოეთ ოსეთს არ სურდა საქართველოსთან შეერთება?! განა აფხაზებს ფედერაციის სტატუსი არ უნდოდათ?! მაგრამ ქართველი პრეზიდენტებმა უარი განუცხადეს, თუმცა ამდენი წლის განმავლობაში საკუთარ მოქალაქეებთან – აფხაზებსა და ოსებთან – საერთო ენა ვერ გამონახეს! იმედი მაქვს, საპარლამენტო კომისია დაადგენს, რამდენ მილიარდად გაყიდეს სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა სამაჩაბლო, აფხაზეთი და კოდორი. დღეს კი ოპოზიცია ძალაუფლებისკენ მხოლოდ იმისთვის ისწრაფვის, რომ დანარჩენი საქართველოც გაყიდოს! 

ამიტომ, საქართველო პროდასავლური, პრორუსული, პროჩინური თუ პროირანული იქნება - ესაა ზღაპარი ღარიბებისთვის, რო დროებით მაინც დაივიწყონ შიმშილი და სიცივე. მთავარი ისაა, რომ ქართველები დარჩნენ ქართველებად – უწინდებურად მხიარულ, კეთილ და სტუმართმოყვარე ხალხად, და არა დებილებად! ვფიქრობ, საჭირო არ არის განმარტება, თუ კონკრეტულად რომელ ქართველებს მივიჩნევ დებილებად“.