აქტუალური
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინასთან 30-დღიანი ზავის პირობები წაუყენა

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინასთან 30-დღიანი ზავის პირობები წაუყენა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის მხრიდან აღნიშნულია რიგი არსებითი მომენტები, რომლებიც ეხება შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას საომარი მოქმედების მთელ ხაზზე, იძულებითი მობილიზაციის შეჩერების აუცილებლობას უკრაინაში და უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებას. აღნიშნულია ასევე სერიოზული რისკები, რომლებიც კიევის რეჟიმის მოლაპარაკებების წარმართვის უუნარობას ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყურადღება ასევე გამახვილდა ბარბაროსული ტერორისტული სახის დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის ოლქის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფლიქტის ესკალაციის არ დაშვების მთავარ პირობად და მისი პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით გადასაჭრელად საჭიროა უცხოური სამხედრო დახმარების მთლიანი შეწყვეტა და ასევე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერება კიევისთვის.

დონალდ ტრამპის ბოლო მომართვასთან დაკავშირებით კურსკის ოლქში ალყაში მოქცეული უკრაინელი მებრძოლებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზადაა იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული ხასიათის მოსაზრებებით და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტყვედ ჩაბარდებიან, ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას იძლევა, რუსული კანონებისა და საერთაშორისო უფლებების ნორმების მიხედვით“, - აღნიშნულია განცხადებაში.