უცხოეთი
„ჰამასის“ ლიდერი - ისრაელმა საჰაერო თავდასხმებით მძევლებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე ანკლავში დარჩენილი მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა, დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრმა ეზატ ალ-რიშკმა განაცხადა.

„ნეთანიაჰუს ომში დაბრუნების გადაწყვეტილება ოკუპაციის ტყვეების მსხვერპლად შეწირვისა და მათ წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილებაა. მტერი ომისა და განადგურების გზით ვერ მიაღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწია მოლაპარაკებების გზით“, - აღნიშნა ეზატ ალ-რიშკმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელიდან 251 ადამიანი გაიტაცა. ღაზაში დარჩენილია, დაახლოებით, 60 მძევალი. აქედან ცოცხალი, სავარაუდოდ, ნახევარზე ნაკლებია.

interpressnews.ge