უცხოეთი
ისრაელ კაცი - არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ მძევლები შინ არ დაბრუნდებიან

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ღაზაში მანამ, სანამ მძევლებს არ დააბრუნებენ და ომის ყველა მიზანს არ მიაღწევენ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ მძევლები შინ არ დაბრუნდებიან და ომის ყველა ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში საჰაერო დარტყმების განახლების გადაწყვეტილება ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო მიიღო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 330 ადამიანი.

interpressnews.ge