აქტუალური
მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ქვეყანაში სურსათის ფასების კონტროლი დაიწყო

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განკარგულებით, ქვეყანაში სურსათის ფასების კონტროლი დაიწყო. როგორც მედია წერს, ამის მიზეზი ინფლაციაა, რომელმაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

მედია ასევე იუწყება, რომ ინფლაციის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის უნგრეთში ყველაზე რთული მდგომარეობა იყო. მედიის ცნობით, ფასების მატება ადგილობრივი მცხოვრებლების კვლავ დიდ შეშფოთებას იწვევს.

ამასთან, მედია იუწყება, რომ ინფლაციის მზარდი ზეწოლისა და სუსტი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივის პირობებში ორბანმა დედებისთვის გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირება გამოაცხადა და შემოიღო ლიმიტები საცალო ფასებზე.

„მთავრობა თუ დაინახავს, რომ საცალო ქსელები არ იცავენ რეგულაციას, ჩვენ მას გავავრცელებთ სურსათის ყველა კატეგორიაზე“, – აცხადებენ უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროში.

1tv.ge