უცხოეთი
რუსული მედია - რუსეთის არმიამ კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარა

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. რუსეთის არმიამ კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ქვეყნის სამხედრო ნაწილებმა ქალაქის ცენტრში რუსული დროშა აღმართეს. გავრცელებული ცნობით, სუჯის ცენტრალურ მოედანზე რუსული არმიის მე-11 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის სადესანტო ბატალიონი შევიდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ბრიგადა კურსკიდან ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გავიდა.

უკრაინის არმიის ნაწილები რუსეთის კურსკს რეგიონში გასული წლის 6 აგვისტოს შეიჭრნენ და ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ქალაქი უკრაინის არმიის მომარაგების ლოგისტიკური ადგილი იყო.

რუსული მედიის მტკიცებით, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიამ 66 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 400-მდე ტანკი დაკარგა.

1tv.ge