უცხოეთი
საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინელებთან მოლაპარაკებები ტერიტორიულ დათმობებსაც შეეხო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელს კონკრეტულად არ უსაუბრია, თუ რა სახის ტერიტორიულ დათმობებზე იყო დისკუსია.
რუბიოს თქმით, კრიტიკული წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, რომელსაც, აშშ იმედოვნებს, რომ ხელს მოაწერს უკრაინასთან, ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიად არ მიიჩნევს.
1tv.ge