უცხოეთი
მარკო რუბიო - ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჯიდაში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

“ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა”, - განაცხადა რუბიომ და დასძინა: თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის მშვიდობისთვის შემაფერხებელი”.

რუბიოს თქმით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა გადადგეს "პოზიტიური ნაბიჯი" დღევანდელ მოლაპარაკებებზე.

რუბიოს განცხადებით, აშშ ახლა “წინადადებით რუსებთან მივა” და მას “იმედი აქვს”, რომ ისინი დათანხმდებიან.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

interpressnews.ge