რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი - აზერბაიჯანული პრესის ფლაგმანის „Бакинский рабочий“-სა და საქართველოში ჟურნალისტიკის გადაგვარების შესახებ

   ცნობისთვის: 1906 წლის მაისიდან გამომავალი გაზეთი Бакинский рабочий აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ბეჭდვითი ორგანოა. გაზეთმა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო როლი შეასრულა აზერბაიჯანის ისტორიაში. საბჭოთა პერიოდში ის იყო რუსულენოვანი ჟურნალისტიკის ფლაგმანი აზერბაიჯანში.

  გაზეთი Бакинский рабочийყოველთვის გამოირჩეოდა გაწონასწორებული პოზიციით და ჰყავს მკითხველთა ფართო აუდიტორია არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 1995 წელს, მცირე შესვენების შემდეგ, აზერბაიჯანელი ხალხის დიდი ლიდერის ჰეიდარ ალიევის წყალობით, გაზეთმა Бакинский рабочий“ შეძლო თავისი საქმიანობისა და უწინდელი დიდების აღდგენა.

   დღეს გაზეთი Бакинский рабочий არის ერთადერთი ოფიციალური სახელმწიფო რუსულენოვანი გამოცემა, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანში და აზერბაიჯანულ დიასპორაში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, სამხედრო, კულტურული და სპორტული მოვლენების, ასევე ცხოვრების ყველა სფეროში პრეზიდენტი ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით განხორციელებული მრავალვექტორულ ფუნდამენტურ რეფორმების რუპორს. გაზეთ "Бакинский рабочий"-წყალობით, თანამემამულეებს, ამავდროულად - ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების რუსულენოვან მოსახლეობას ბეჭდური და ელექტრონული ფორმით შეუძლიათ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია აზერბაიჯანული რეალიების შესახებ.

   გაზეთის მთავარი რედაქტორიილგარ ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის დამსახურებული ჟურნალისტი, მთავარი რედაქტორის მოადგილე -  აბულფაზ ბაბაზადე, აზერბაიჯანის ჟურნალისტთა კავშირის წევრი.

   არნო ხიდირბეგიშვილი: 8 მარტის ინტერვიუ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აბულფაზ ბაბაზადეს ვესაუბრები. როგორც პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა 30-წლიანი სტაჟით და 15 წლის განმავლობაში საქართველოს უძველესი საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“-ს ხელმძღვანელმა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან ცოტაა კალმის ისეთი ოსტატი, როგორიც არის აბულფაზ ბაბაზადე, რომელიც უნაკლოდ ფლობს სიტყვასა და რუსულ ენას, წერს აკადემიურად, დიდი ჟურნალისტიკის ტრადიციებში. ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა, მედია-მენეჯერი და გამოცდილი ჟურნალისტი, რომლის ანალიტიკური პუბლიკაციებიც მასზე ბევრს მეტყველებენ, ყოველ ჯერზე, როცა კითხვებს მისვამდა, მაკვირვებდა ფაქტურის ღრმა ცოდნით. ანუ საჭირბოროტო საკითხზე შეკითხვის დასმამდე იმდენად ღრმად სწავლობდა თემას, რომ თავად ხდებოდა ამა თუ იმ საკითხის ექსპერტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიკავშირდებოდა ჩემი აზრის გასაგებად. აი მისი ყველა საავტორო მასალის პოპულარობის საიდუმლო!

   მაგრამ ჩემთან ამ ბოლო ინტერვიუს  კომენტირება იმისთვის როდი გადავწყვიტე, რომ „ველოსიპედი გამომეგონებინა“ და გამეოცებინა მკითხველთა აუდიტორია, რომელმაც უჩემოდაც კარგად იცის, რომ ბატონი აბულფაზი ჟურნალისტიკის ვარსკვლავია. ახლა სხვა მოტივები მამოძრავებს და ისინი, სამწუხაროდ, ბრაზით არის შეზავებული.

   საქმე ისაა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ქართველი ეროვნების მტრების დიდმა არმიამ - ვგულისხმობ 4 რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას, მათ მომსახურე 4 პროპაგანდისტულ ტელეკომპანიას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას -  USAID, NED, IRI, NDI, სოროსის ფონდისა და სხვა დივერსიული ორგანიზაციების ფულით შექმნილ და ფუნქციონირებად მილიონერებს - მოახდინა ქართველი ახალგაზრდობის, სტუდენტსაშინელი ზომბირებ. უკვე 100 დღეზე მეტია, მათ იხუვლეს რუსთაველის პროსპექტზე და სხვა, ნეონაცისტურ და ნეოლიბერალურ, ფაქტობრივად - რასისტულ და ფაშისტურ ლოზუნგებთან ერთად, დეკლარირებენ შოვინისტურ ლოზუნგებს, რომლებსაც ევროპარლამენტის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების - საფრანგეთისა და გერმანიის დაკვეთით ავრცელებენ. მაგალითად, რომ აზერბაიჯანში შუასაუკუნეების დიქტატურა სუფევს, იქ ჟურნალისტებს ატერორებენ და სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი ისეთივე სასტიკი დიქტატორია, როგორიც თურქმენბაში.

ამასთან, ამ გაუნათლებელ, გაბრუებულ მასას, რომელთა უმეტესობა ნარკოდამოკიდებული და/ან ლგბტ თემის წარმომადგენელია, წარმოდგენა არ აქვს - რას წარმოადგენს აზერბაიჯანი, მისი პრეზიდენტი და, საერთოდ, რა შუაშია აქ თურქმენბაში, რადგან თურქმენეთს რუკაზე ვერ იპოვიან! მტკიცებულებად მათ მოჰყავთ საქართველოში „აზერბაიჯანელი ჟურნალისტების და უფლებადამცველების“ - აფგან მუხთარლისა და აფგან სადიგოვის დაკავებები.

მე არ ვაპირებ აზერბაიჯანისა და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების საქმეებში ჩარევას, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ეს „ჟურნალისტები“, ჩემი მტკიცე რწმენით, არიან კრიმინალები და უცხოეთის აგენტები, რომლებიც მოქმედებენ აზერბაიჯანის მტრების ინტერესებში. მაგრამ ისტერიული საზოგადოება - ქართული წარმოშობის უცხოელი აგენტები, რომლებსაც უკვე 100 დღეა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურთ, გრანტების გარდა, რომლითაც ბავშვობიდან იკვებებიან, არაფერს იღებენ. სრულიად არაადეკვატურები, ისინი გაჰყვირიან, რომ საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას - მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას" და მის დამფუძნებელს, "რუს ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილს უფლებას არ მისცემენ, "თბილისი ჩელიაბინსკად გადააქციოს". დიახ, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ახალგაზრდებმა ვერ იპოვეს სხვა ეპითეტი უზარამაზარი რუსეთისთვის! რუსეთი მათთვის შევიწროვდა ჩელიაბინსკამდე, თუმცა წარმოდგენა არ აქვთ სად მდებარეობს ეს ლამაზი ქალაქი. მათ უბრალოდ მოეწონათ მისი ჟღერადი რუსული სახელწოდება - ჩელიაბინსკი, რომელიც სხვაში ვერ აგერევა.

   ასე რომ, ამ სტრიქონებს იმისთვის ვწერ, რომ აბულფაზ ბაბაზადესა და გაზეთის - „Бакинский рабочий“-ს მაგალითზე საქართველოში დაინახონ - თუ რა მაღალი კლასის ჟურნალისტები არიან აზერბაიჯანში, სადაც, ქართული ოპოზიციის თქმით, არ არსებობს ჟურნალისტიკა, სიტყვის თავისუფლება და მედია! საქართველოში, აზერბაიჯანში აკრძალული დასავლური ორგანიზაციების ბრძანებით, ლიკვიდირებული იქნა ყველა უძველესი მედიასაშუალება – გაზეთები და ჟურნალები, სადაც გორკი, მაიაკოვსკი და პასტერნაკი იბეჭდებოდნენ. აზერბაიჯანში, „Бакинский рабочий“-ს გარდა, დღემდე გამოიცემა გაზეთი „Каспий“, რომელიც დაარსდა 1881 წელს რუსეთის იმპერიის დროს, თბილისში კი ლიკვიდირებულია გაზეთებიЗаря Востока“, „Молодёжь Грузии, რომ აღარაფერი ვთქვათ „ტფლისის უწყებანზე («Тифлисские ведомости») - პირველ გაზეთზე კავკასიაში, რომელიც 1828 წლიდან ტფილისში რუსულ, ქართულ და  სპარსულ ენებზე გამოდიოდა!

   და კიდევ ერთხელ, ცრუ მოკრძალების გარეშე, აღვნიშნავ - მე, როგორც 5 ათასამდე პუბლიკაციის ავტორი (ინტერვიუების ჩაუთვლელად), რომელიც ვწერ ორ ენაზე - ქართულად და რუსულად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ, ჩემდა სამწუხაროდ, მიჭირს საქართველოში ისეთი პროფესიონალი ჟურნალისტების დასახელება, როგორიც არის აბულფაზ ბაბაზადე. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რუსულად წერს, მაშინ ასეთბი საქართველოში საერთოდ არ არიან. რა თქმა უნდა, ჩემ გარდა... ჩემდა სასირცხვილოდ, ვერც ერთი ქართველი ჟურნალისტი ვერ დაიკვეხნის აზერბაიჯანის სეთი ცოდნით, ბაქოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გაანალიზებით, როგორც აბულფაზ ბაბაზადე იცნობს საქართველო და ერკვევა ქართული პოლიტიკის დეტალებში.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

09.03.2025 წ.
საქართველო, თბილისი