პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში, კულტურულ პარკ-კომპლექსში „მახთუმკული ფრაგი” შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

რუსთაველის ძეგლი პარკში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით მდებარეობს.

მთავრობის მეთაური კულტურულ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.