სამართალი
საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო „ფოქს ნიუსის“ ეთერში შუბლზე ნაცრის ჯვრით ჩაერთო.
კათოლიკურ სამყაროში ნაცრის ჯვრის შუბლზე გამოსახვით დიდი მარხვის დაწყებას აღნიშნავენ. ნაცრის ჯვრის გამოსახვა დიდი მარხვის დაწყების წინ, ოთხშაბათის მესაზე ხდება ხოლმე. ამ დღეს კათოლიკები ნაცრის ოთხშაბათს უწოდებენ.
ნაცრის ჯვარი არის სინანულის ნიშანი. ტრადიციის მიხედვით, ნაცრით ჯვარს შუბლზე კათოლიკე მორწმუნეს მღვდელი სახავს.