სამართალი
ჭიათურაში მაღაროელებმა აქცია გამართეს

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ჭიათურაში მაღაროელების აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ხელფასებთან დაკავშირებით პირობა არ შეასრულა.

მაღაროელების თქმით, საწარმოს გაჩერების შემდეგ ხელფასის 60% სამი თვის განმავლობაში ერიცხებოდათ, თებერვლის თვის ანაზღაურება კი არ მიუღიათ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, ჩაერთო მოლაპარაკებებში, ასევე ითხოვდნენ, რომ წიაღისეულის მოპოვების პროცესი სახელმწიფომ გადაებარა.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზს“, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ თავის პოზიციას კვირის ბოლომდე დააფიქსირებდნენ.