საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
აღნიშნული ქმედებით რუსეთის მხარე არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციას და „შვეიცარიის კონფედერაციასა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის კონფედერაციის მიერ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების დაცვის შესახებ“ 2009 წლის 4 მარტს ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას.
აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც სხვადასხვა კორუფციული გარიგებების შედეგად რამდენჯერმე შეცვლილი შენობის მესაკუთრეების უსაფუძვლო მოთხოვნების შედეგად ხდება სექციის მუშაობის შეწყვეტა, რითაც ზარალდებიან, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შესთავაზა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების ჩატარება, შვეიცარიის მხარის თანდასწრებით, მოსკოვში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციისა და თბილისში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. ნიშანდობლივია, რომ სწორედ 16 აგვისტოს – საქართველოს ინტერესების სექციისათვის ელექტროენერგიის მეორედ შეწყვეტის წინა დღეს – მივიღეთ უარი კონსულტაციების ჩატარებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ა.ლუკაშევიჩის განცხადების სახით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მათ შორის, განიხილება ქართული მხარის მიერ საპასუხო ზომების მიღების საკითხიც“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქინფორმი