პუბლიკაციები
საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.
„შეგიძლიათ დაივიწყოთ (ნატო-ში გაწევრიანება). ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის პირველ სხდომაზე, როდესაც ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს უკრაინა.
უკრაინამ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს, სექტემბერში გააკეთა.