სამართალი
წულუკიანი: საქართველოს არ უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში, ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მათი მთავარი პრიორიტეტია, ოპოზიციას და რიგ საერთაშორისო პოლიტიკოსებს კი სურთ „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს.

საქართველოს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს, ვზრუნავთ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე", - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

რაც შეეხება უკრაინის საკითხს და ძალთა გადანაწილებას, უკვე ნათელია და დიდი ხანია ცხადია, რომ უკრაინის საკითხი უკრაინის ხელისუფლების აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყდება, რაც წულუკიანის თქმით, არის ტრაგიკული უკრაინელი ხალხისთვის.

დიდი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დიდი გადალაგების პროცესში ის ჩვენი პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, რომელმაც დღემდე მძიმედ, მაგრამ მშვიდობიანად მოგვიყვანა“, - აღნიშნა წულუკიანმა.