საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ვატიკანის ცნობით, რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, მას ტემპერატურა აღარ აღენიშნება და სისხლის ანალიზის მაჩვენებლები სტაბილურია.
რომის პაპი მკურნალობას რომის საავადმყოფოში გადის, სადაც ის 14 თებერვალს მოათავსეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდა. მანამდე ვატინაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. ის საავადმყოფოში დარჩება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
როგორც „ბიბისი“ წერს, პაპ ფრანცისკეს ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. წლების წინ მას ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც განსაკუთრებით მგრძნობიარეა რესპირატორული ინფექციების მიმართ. ბრონქიტის გამო რომის პაპი საავადმყოფოში გასული წლის მარტშიც გადაიყვანეს, დეკემბერში კი ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო კლიმატის სამიტზე გამგზავრება.