უცხოეთი
გაერო - ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის თანამდებობას სათანადო არჩევნების შემდეგ იკავებს

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი.ზელენსკი პრეზიდენტის თანამდებობას სათანადო არჩევნების შემდეგ იკავებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფოს არალეგიტიმურ მეთაურად, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

სტეფან დიუჟარიკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც მან ვოლოდიმირ ზელენსკი „დიქტატორად“ მოიხსენია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა. „დიქტატორი არჩევნების გარეშე. ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება“, – დაწერა ტრამპმა TruthSocial-ის საკუთარ გვერდზე.

1tv.ge