„ერ-რიადი“ არაბულად ნიშნავს "ბაღებს", რაც გულისხმობს ნაყოფიერ მიწას ჰანფიას ხეობაში, სადაც მდებარეობს საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქი. „ბაღი“ არნახულად აყვავდა მას შემდეგ, რაც 1938 წელს ამ ნაყოფიერ მიწაში აღმოაჩინეს ნავთობის კოლოსალური მარაგი და „ორი სიწმინდის მიწა“ (ასე უწოდებენ საუდის არაბეთს მექასა და მედინას, ისლამის მთავარი წმინდა ქალაქების გამო) იქცა მის უდიდეს ექსპორტიორად. სიმბოლურია, რომ ერ-რიადში იშვა ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც მსოფლიოს მშვიდობასა და წესრიგს მოუტანს.
სულაც არ ვაჭარბებ და არ მოვუწოდებ საკრალური დამთხვევების რწმენისკენ, მაგრამ პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების პესიმისტური გამოხმაურებები რუსულ-ამერიკული 2025 წლის 18 თებერვლის შეხვედრასთან დაკავშირებით - აქაოდა, სიხარული ჯერ ნაადრევია და ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა! - განცვიფრებას იწვევს. უკაცრავად, მაგრამ რას ელოდნენ ეს სკეპტიკოსები ერ-რიადში მოლაპარაკებებისგან? რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ მკაფიო პასუხი ამ შეკითხვაზე, ხოლო რაც შეეხება ჩემს არგუმენტებს, ინებეთ:
ერ-რიადის შეხვედრა ისტორიული შედეგით დასრულდა - აშშ და რუსეთის ფედერაცია პარტნიორები გახდნენ და გამორიცხული როდია, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში გახდეს ამერიკის მთავარი, თუ არა ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე მთელ ძველ სამყაროში. პრეზიდენტმა ტრამპმა ტრადიციულ ამერიკულ პოლიტიკაზე და შტამპებზე - „რუსეთი აშშ-ს №1 მტერი და ბოროტების იმპერიაა“ - უარი თქვა, კაცურად დაურეკა პუტინს და მეგობრობა შესთავაზა. ამ გაბედულ ჟესტში იოტისოდენა სენტიმენტები ან შოუს ელემენტები არ ყოფილა - ტრამპისთვის ეს იყო უძლიერესი, თუ არა ერთადერთი სვლა, რათა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაემარცხებინა "Deep State"-ი და ოპოზიცია კუთხეში საბოლოოდ მიეყენებინა, ცილისმწამებლებს პირი ამოუქოლა ტრილიონობით დოლარით, აწი სახხაზინაში რომ დარჩება. თავად დათვალეთ: 350 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა უკრაინაზე, 300 მილიარდი დოლარით ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგად დაზარალდა, 1 ტრილიონ დოლარზე მეტი შეერთებულ შტატებს ნატო-ს სალაროში ყოველწლიურად შეაქვს, 335 მილიარდ დოლარს ხარჯავდა აშშ მხოლოდ USAID- ის შესანახად და ასეთი მუქთაღორი აშშ-ს ოხრად ჰყავდა! აწი მთელი ეს თანხები თავად ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისკენ წამოვა, მოხმარდება მათივე კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ქვეყნის აყვავებას, ეკონომიკის გაძლიერებასა და საგარეო ვალის დაფარვას.
პუტინისთვის ეს არის დიდი გამარჯვება, რომელიც რუსეთს უფრო მეტად გააძლიერებს, გააბედნიერებსს და გაამდიდრებს, ვიდრე ოდესმე. განსაკუთრებით ღირებული იყო სიმართლის მოსმენა არა ორბანის, ლუკაშენკოს, კიმ ჩენ ინის, სი ძინპინისა და მეგობარი ქვეყნების სხვა ლიდერებისგან, არამედ დასავლეთის მთავარი ქვეყნის ლიდერისგან, რომელიც ერთი თვის წინ ჯერ კიდევ რუსეთის მტრების ავანგარდში იყო. რუსებისთვის ეს არის ნამდვილი დღესასწაული, რადგან რუსეთის თავაზიან უტყუარ არგუმენტებს ახშობდა ცილისმწამებლების უხამსი ყმუილი, რომელიც გაისმოდა როგორც აშშ და ევროპიდან. ასევე საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ყოფილი რესპუბლიკებიდან, მათ შორის საქართველოდან. დღეს კი ახალი სამყაროს რაინდმა ზელენსკის არალეგიტიმური მმართველი, დიქტატორი უწოდა, რომელიც დამნაშავეა თავისი ქვეყნის განადგურებასა და მილიონობით ადამიანის დაღუპვაში, უწოდა "ზომიერად წარმატებული კომიკოსი" და, პრაქტიკულად, ქურდი, რომელმაც მრავალმილიარდიანი ამერიკული დახმარება გაფლანგა!
ტრამპის ახალი არქიტექტურა მრავალპოლარული სამყარო კი არა, მრავალდონიანია, ოღონდ არა ბაბილონის კოშკის იარუსების, არამედ ძალის მსოფლიო ცენტრებს შორის პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობების ჰორიზონტალური სიბრტყეების არქიტექტურაა. მაგალითად, ამერიკულ-რუსული ურთიერთობების, ამერიკულ-ევროპულის, ამერიკულ-ბრიტანულის, ამერიკულ-ჩინურის, ამერიკულ-ინდოეთის, ამერიკულ-ისრაელის სიბრტყე და ა.შ. ყველა ეს სიბრტყე სხვადასხვა დონეზეა, ამიტომ ერთმანეთს არ ეჯახებიან - თავისუფლად ფართოვდებიან ერთმანეთისთვის ხელის შეშლის გარეშე. პირდაპირი ურთიერთობები, განსხვავებით ბლოკური აზროვნებისგან, განვითარებისთვის დიდ სივრცეს იძლევა, ნდობაზე დაფუძნებული ახალი ორმხრივად მომგებიანი კონფიგურაციების აგების შესაძლებლობას „არქიტექტურული სიჭარბეების“ გარეშე. პირველ ყოვლისა, ვგულისხმობ მიკერძოებებით, შეცდომებებითა და დაპირისპირებებით სავსე მძიმე წარსულის მემკვიდრეობას, რომლის მოდერნიზება შეუძლებელია.
იგივე მისაღებია რუსეთისთვის - რუსულ-ამერიკული, რუსულ-ჩინური, რუსულ-ევროპული, რუსეთ-ინდოეთის, რუსულ-კორეული ურთიერთობების სიბრტყეები, რუსეთის ურთიერთობების სიბრტყე საბჭოთა კავშირის ყოფილ, მეგობრულ და არც ისე მეგობრულ, რესპუბლიკებთან: აბა მითხარით, გეთაყვა, რით არ არის მომგებიანი მოდელი, განსაკუთრებით იმ მიდგომასთან ერთად, რომელიც ახლახან შემოგთავაზე ძველი ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად?
დავძენ, რომ ჰორიზონტალური სიბრტყეების მრავალდონიანი არქიტექტურა ასევე განპირობებულია საყოველთაოდ ცნობილი ფაქტორით – ტრამპისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში უმთავრესია პირადი სიმპათიები და ანტიპათიები ვიზავის - ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელის მიმართ, მილიარდერი და ბიზნესმენი, ის მეტად ენდობა საკუთარ ინტუიციას, ვიდრე დეკლარირებულ პოლიტიკურ იდეოლოგიურ კონცეფციებს.
ტრამპმა შეაჩერა დასავლეთის ომი რუსეთთან, რომელიც აუცილებლად გარდაიქმნებოდა ბირთვულ ფორმატში, ამიტომ ერ-რიადში შეხვედრას ურიგო ან რიგითი არ შეიძლება ეწოდოს, უფრო რიადის გარეთ გასული, გლობალური მნიშვნელობის. თუ ასე გაგრძელდება, ის ისტორიაში შევა როგორც იალტის ახალიკონფერენციის უვერტიურა.
ასევე არასწორია მტკიცება, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ექვემდებარება „ჯერ რეანიმაციას და შემდეგ რესტავრაციას “. რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის წარსული ურთიერთობები სამუდამოდ მკვდარია და რეანიმაციას არ ექვემდებარება - ჯანდაბამდეც გზა ჰქონია! სტალინისა და რუზველტის შემდეგ, შესაძლოა, ბრეჟნევისა და ფორდის შემდეგაც კი, როდესაც რუსული და ამერიკული კოსმოსური ხომალდები „СОЮЗ“ და „АПОЛЛОН“ დედამიწის ორბიტაზე ერთმანეთს მეგობრობის ხელი გამოიწოდეს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები იმდენად არახელსაყრელი იყო, რომ მათ რესტავრირებას აზრი არ აქვს.
არა რეანიმირება და რესტავრაცია, არამედ ახალი ურთიერთობების დამყარება აშშ-სა და რუსეთს შორის - ეს არის გზა, რომელსაც სათავე დაედო ერ-რიადში.
დასასრულ, ორიოდე სიტყვა საქართველოს შესახებ. აქ ყველაფერი იგივეა, ოღონდ მინიატურაში - არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირება, არამედ ახლის აშენება, როგორც ხდება აშშ-სა და რუსეთს შორის. ამისთვის ერ-რიადში წასვლა არ არის საჭირო - ივანიშვილმა უბრალოდ უნდა დაურეკოს პუტინს, როგორც ტრამპმა დაურეკა. მაგრამ იქამდე ივანიშვილი პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს, რათა ამისთვის აუცილებელი შესატყვისი სახელმწიფო რანგი ჰქონდეს. ქართულ-რუსული ურთიერთობები საბჭოთა კავშირის მიღმა იყო არასახარბიელო, ამიტომ მათი დარეგულირება უსარგებლოა და შეუძლებელიც. ყველაფერი, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულირებას ექვემდებარება - ტრანსპორტი, ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ტურიზმი და კონტაქტები სპეცსამსახურებს შორის - პუტინმა და ივანიშვილმა უკვე დაარეგულირეს. ხოლო საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ბოლო მოვლენების ანალიზზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ დროის უკუათვლა, თუ როდის აიღებენ სტარტს რუსეთ-საქართველოს ახალი ურთიერთობები, უკვე დაწყებულია.
• როდესაც საქართველოს ხელისუფალი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს საორგანიზაციო მოსამზადებითი სამუშაოების დაწყებას რუსეთის ხელმძღვანელობასთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების დამყარების მიზნით, რათა მოახდინოს გარღვევა - დაამარცხოს შიდა და გარე მტრები საქართველოს ეროვნული ინტერესების საკეთილდღეოდ, თქვენი მონა-მორჩილი მზადაა ამას ხელი შეუწყოს - რეალურად და დაუყოვნებლივ, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამას ღიად ვაცხადებ პირველად და სრული პასუხისმგებლობით. მხოლოდ თამამ, არასტანდარტულ, პრაგმატულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს შეუძლია დღეს მოიტანოს კონკრეტული შედეგები, რაც დონალდ ტრამპმა დაამტკიცა.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
20.02.2025
საქართველო, თბილისი