პოლიტიკა
სომხეთის საგარეო უწყება: ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ როგორც არაერთხელ დაადასტურა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

საქართველოს პირველ არხთან სომხეთის საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა კითხვაზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 15 თებერვლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სომხეთის შეფასებას შეეხებოდა.

როგორც სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაშია ჩაწერილი და არაერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის კომენტარში.