აქტუალური
დიმიტრი პესკოვი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში საარჩევნო პროცესი დასრულდეს სამართლებრივ ჩარჩოებში

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთს აფხაზეთში სტაბილურობა სურს“.

პესკოვი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი დასრულდეს სამართლებრივ ჩარჩოებში. ეს ჩვენთვის ახლო ტერიტორიაა, ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობის კავშირები. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთში სიტუაცია იყოს სტაბილური“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.