პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. სალომე ზურაბიშვილს „ენჯეოების აგენტი“, მონა და მოღალატე უწოდეს.

ცნობისთვის, ამას წინათ აეროპორტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასაც დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.