სამართალი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სასტუმრო „აფხაზეთის“ ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრომ დევნილების გამოსახლებით მათი 20-წლიანი ტანჯვა დაასრულა.
არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა სუბელიანის უწყების ეს განცხადება უკვე შეაფასა და მას ცინიკური უწოდა იმ ფონზე, რომ სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებული დევნილების ტანჯვა, მათი აზრით, სწორედ იმ წუთიდან დაიწყო, როცა ისინი დროებითი ჩასახლების ადგილიდან გაყარეს. დევნილების უმრავლესობას არც კომპენსაცია მისცეს და საცხოვრებლად ისეთი ადგილები შესთავაზეს, სადაც ადაპტაციის პირობები არაა.
საქინფორმი