საზოგადოება
ვიქტორ ორბანი: პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. კარგი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან „მსოფლიოს მთავრობათა სამიტის“ ფარგლებში, შევთანხმდით რომ საქართველო-უნგრეთის მომავალი მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე გავმართოთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

მქონდა კარგი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან „მსოფლიოს მთავრობათა სამიტის“ ფარგლებში. ჩვენ შევთანხმდით რომ საქართველო-უნგრეთის მომავალი მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე გავმართოთ“, – წერს ორბანი.