საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. მორიგი თავხედობაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მიიღო.
„რიგგარეშე არჩევნების საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მივიღეთ, მილიონ ასი ათასი მოქალაქისგან. საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ იგეგმება და გამორიცხულია, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება“, – განაცხადა ზარქუამ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო.