სამართალი
ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

გაბიტაშვილის თქმით, თავს კარგად გრძნობს.

ვერავის შეაშინებთ. დროა, ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და გამოუშვან ის ხალხი, რომლებიც ციხეშია. მცემენ, მიმარტყამენ, მომარტყამენ – ვინ უნდა შეაშინონ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევა. საღოლ, მაგრად მოაწყვეთ, დილის ცხრა საათზე რომ მიყურებთ, ძაღლს ვასეირნებ, ძალიან სასაცილოა. არავის არაფრის ეშინია და ჩვენ აუცილებლად ჩვენსას მივაღწევთ. არ ვიცი, ვინ იყვნენ. ძაღლს ვასეირნებდი, სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. პოლიციას გამოვიძახებ, ამ ყველაფერს აღვწერთ და მივყვებით თავის გზაზე ისე, როგორც საჭიროა. წყნარად ვასეირნებდი ძაღლს და მომვარდნენ, ბოღმიანები, შურიანები არიან, უსამართლო ხალხია, მეტი არაფერი. ვის არ მოხვედრია, მათ არ მოხვედრიათ ალბათ ბავშვობაში, თორემ მე არაფერი მიჭირს საერთოდ. თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ლაშა გაბიტაშვილმა.

გაბიტაშვილი აღნიშნულს აბუ დაბიში მომხდარ შემთხვევას უკავშირებს.

გაუსწორეს, ახლა „აჩოტს“ მისცემენ, რომ ვცემეთ, ჩვენი გავასწორეთ, იქ რაც ქნაო. სასაცილოა, რომ იმის შემდეგ სამი კაცი უნდა მომვარდეს და დამარტყას. იქ არ იყვნენ, თუ რამე უნდოდათ? ღმერთმა შეარგოთ ასეთი ცხოვრება, თუ ასე უნდათ ცხოვრება. ვისაც ასე მოსწონს ცხოვრება, იცხოვროს, ჩვენ არ ვაპირებთ ასე ცხოვრებას“, – აღნიშნა გაბიტაშვილმა.