აქტუალური
დონალდ ტრამპი: ჩვენ გვსურს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება, პუტინს შესაფერის დროს შევხვდები

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პროგრესს ხედავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა თავი შეიკავა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის დეტალების გამჟღავნებისგან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი პუტინთან.

გვქონდა საუბარი. უბრალოდ ვთქვათ, რომ მქონდა… კიდევ ველოდები ბევრ საუბარს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. არ მინდა, გითხრათ ამ საუბრების შესახებ. მე მჯერა, რომ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ გვსურს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტშია როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.

ვსაუბრობთ ორივე მხარესთან. ვვარაუდობ, რომ შევხვდები პუტინს, დიახ, სწორ დროს, შესაფერის დროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.