პუბლიკაციები
„ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. „ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ეს არის რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის საფუძველი. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს “, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია Euronews-ის ეთერში.

 „ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გამო“, - განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა ასევე აღნიშნა: „ჩვენ გვსურს აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამას ალტერნატივა არ აქვს და ვიმედოვნებთ, რომ რაღაც მომენტში ეს რეალობად იქცევა“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია და განიხილება მხოლოდ მშვიდობიანი გზით“.