რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ტრამპს გაჰყევით!

    "ტრამვაის გაჰყევით!" - ჯაბა იოსელიანის ბრძნული რჩევა აჟიტირებული მოსახლეობისთვის, გაჰყოლოდა ტრამვაის და არა რომელიმე ოპოზიციურ მყვირალა პოლიტიკოსს, დღემდე აქტუალურია. "ტრამპს გაჰყევით!" - ვურჩევდი დღეს საქართველოს მთავრობასა და მხედრობას, ერსა და ბერს, რადგანაც, ჯერ ერთი, ტრამვაი არ დადის, მეორეც კიდევ, ტრამპის გზა ტაძრამდე მიგვიყვანს. ბევრი რეფორმა, რაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა პრეზიდენტობის პირველ 20 დღეში უკვე მოასწრო, საქართველოსთვის ზედგამოჭრილია! აქვე გეტყვით, რომ ტრამპის მადლით ამერიკამ დაამტკიცა, რომ არის უდიდესი ქვეყანა, სადაც ხელისუფლებაში შესაძლებელიტრამპისნაირი პიროვნება მოვიდეს, ვისაც არ შეეშინდება წარე სიმართლის თქმა საკუთარი ქვეყნის შეცდომებზე (უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკა და ამერიკელი ხალხი არაფერ შუაშია, ეს ყველაფერი უვარგისი მბრძანებლების ბრალია და იმ დებილსონი კანონმდებლების, დემოკრატების ნიღბებით კონგრესში რომ სხედან!).

   საუკუნეები არ ეყოფოდა აშშ-ს სხვა პრეზიდენტებს იმისთვის, რომ შეეცვალათ ის, რაც ტრამპმა 20 დღეში გაასწორა, რითაც მაგრად გაგვისწორა! მარტო ორი სქესის დაკანონება ათეული გენდერების მაგივრად და USAID-ის გაუქმება რად ღირს, რომელიც საქართველოში მიმდინარე გადატრიალებას აფინანსებდა და მთელ მსოფლიოში LGBTQI+ ლობირებდა! და მთავარი: 4 თებერვალს იალტის კონფერენციიდან, სადაც სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა მსოფლიო ერთმანეთში გადაინაწილეს, 80 წელი გავიდა და ის გადანაწილება დაძველდა, მსოფლიოში - ახალი რეალიები გაჩნდა. დღეს "სამეულმა" მსოფლიოს ახალი გადანაწილება დაიწყო, ოღონდ, დიდი ბრიტანეთის მაგივრად, რომელმაც ყველგან ჩაისვარა, მაგიდასთან ჩინეთი დაჯდა. სამივესთან - ამერიკასთან, რუსეთთან და ჩინეთთან - საქართველოს თითქმის 100-პროცენტიანი ტრადიციული თანხვედრა აქვს - მენტალური, პოლიტიკური, ისტორიული, საქართველოს ეროვნული ინტერესები და მათი მიდგომები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, პირიქით, თანხვედრაში მოდის. "ქართული ოცნების" ლიდერები ისარგებლებენ მომენტით და საქართველოს მიმართ დადებითად განწყობილ ტრამპთან და პუტინთან პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებენ, როგორც სი ცზინპინთან უკვე გაფორმდა. ამ შემთხვევაში საქართველო გაბრწყინდება (დღეს დავითობაა, გილოცავთ აღმაშენებლის ხსოვნის დღეს, შეგვეწიოს და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა წმინდა მეფემ!).

   და ბოლოს - როდის და რით დამთავრდება დღევანდელი "რევოლუცია". საქმე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა სამ კატეგორიად იყოფა: პირველი - მოაზროვნე მოქალაქეები, უმრავლესობასა და "ქართული ოცნების" ელექტორატს წარმოადგენენ; მეორე კატეგორია - ხელისუფლებაზე განაწყენებულები (მათ შორის - სამართლიანად, "ოცნების" დამფუძნებელმა კარგად იცის - რომელი მინისტრი, მერი და პარლამენტარია შესაცვლელი!) და მოტყუებული მოქალაქეები. ისინი უმცირესობაში არიან, ზუსტად ამ განაწყენებული თუ მოტყუებული კატეგორიის ადამიანებს ურჩია ჯაბამ - "ტრამვაის გაჰყევითო"; და მესამე კატეგორია - მავნებლები. ისინი არიან ყველა დროში და ხალხში არსებული სამშობლოს მოღალატეები - უცხოეთის ინტერესთა გამტარებელი აგენტები. ამ კატეგორიას არაფერი ეშველება და როცა ყველა ახალი კანონი ამოქმედდება, ყველა დასაჭერი ან ქვეყნიდან გასაშვები გაგვიხდება (ამ კატეგორიაში რამდენიმე ათასი ხნიერი ადამიანია, ძირითადად, ძველი ნამამაძაღლარი თუ პრიმიტიული ქართველი ფაშისტი, არიან ასეთებიც, სამწუხაროდ). ამავე დროს გამოქვეყნდება მათი შავბნელი ბინძური საქმეების მოკლე აღწერა, როგორ, როდის, რამდენად და ვისზე ჰყიდდნენ ეს ვიგინდარები საქართველოს და ეს მხილება, მერწმუნეთ, ციხის კადრებს დაჩრდილავს! და თუ ვინმე "დაავიწყდებათ", ხელისუფლებას შევახსენებ - ყველა დავიმახსოვრე, ყველაფერს ვაფიქსირებ, მიფრთხილდნენ!

  ისე, ამ არეულობით საქართველოში მაგარი საქმე გაკეთდა - დღეს ლუსტრირებულია თითოეული მოქალაქე, ძაღლი და მამაძაღლი, ყველამ ვიცით - ვინ ვინაა....

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 8 თებერვალი
საქართველო, თბილისი