პოლიტიკა
როგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებები რომ არ სრულდება, ეს ყველა რაიონში კარგად ჩანს. უმუშევრობა ქვეყნის განუკურნებელი სენი გახდა და ამ დაავადებას მანადე ვერ ვუმკურნალებთ, ვიდრე მმართველი პარტია არ შეიცვლება, რადგანაც ხელისუფლება, ბიზნესის ხელშეწყობის ნაცვლად, პირიქით – ყველანაირად ავიწროებს მას. სამუშაო ადგილების მხოლოდ ქაღალდზე შექმნა უნდა დასრულდეს!“ – განაცხადა ალასანიამ ჩხოროწყუს ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
საქინფორმი