საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 2023 წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
რუსეთი რჩება საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდ მომწოდებელად. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში რუსეთიდან 324,7 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 34,6%-ით მეტია. მაჩვენებლებმა მიაღწიეს სამწლიან მაქსიმუმს, 2021 წელს იმპორტმა 87,4 მლნ დოლარს მიაღწია.
წლებია რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია, რადგან გააჩნია უპირატესობა ხარისხის, ფასისა და ტრანსპორტირების ვადების კუთხით. მეზობელი ქვეყნის წილია მთლიან იმპორტში 99,3%.
გარდა ამისა, გასულ წელს საქართველო ყიდულობდა ხორბალს მცირე რაოდენობით ყაზახეთში, ბელარუსში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
polit 1
სალომე ზურაბიშვილი: პროტესტს როდესაც უკვე სახე და სახელი აქვს, ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია მზია ამაღლობელი
საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. უცხოელ პარტნიორებს როდესაც ეუბნები, რომ ხალხი მასობრივად გამოდის, მასობრივი პროტესტია, მაგრამ როდესაც ამ პროტესტს უკვე სახე და სახელი აქვს, ეს იღებს სულ სხვა განზომილებას, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია მზია ამაღლობელი.
„ჩვენთვის იზოლაცია არის დამღუპველი, მიუღებელი, ყველანაირად უნდა ვცადოთ და შევინარჩუნოთ და, პირიქით, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. ამაშიც მზია ამაღლობელის მაგალითი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან ღრმად აფასებენ პიროვნებებს. ერთია, როდესაც ეუბნები, რომ ხალხი მასობრივად გამოდის, მასობრივი პროტესტია, მაგრამ როდესაც ამ პროტესტს უკვე სახე აქვს და სახელი, ეს იღებს სულ სხვა განზომილებას. ჩვენ ამას ჯერ, შეიძლება, ვერ ვხვდებით ბოლომდე, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია მზია ამაღლობელი“, – განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მზია ამაღლობელის სახელი ძალიან დიდხანს დარჩება ქვეყნის ისტორიაში.
„სამწუხაროდ, მე ციხეში მზია ამაღლობელს ვერ ვესტუმრები, მაგრამ ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის, რომ მინდა, მისი და მისი მხნეობის მისამართით საზოგადოებისა და თქვენი სახელით ღრმა პატივისცემა გამოვხატო. ჩვენი, ყველას სოლიდარობა მას ამ რთულ მომენტში და მადლობა უნდა ვუთხრათ მას. მადლობას მეც მეუბნებიან, მაგრამ მადლობის გადახდა არ არის სწორი, რადგან ამ ბრძოლაში ყველანი ერთნი ვართ, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მადლობა მას იმისთვის, რომ მან გამოაჩინა არა მარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ საზღვარგარეთაც ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა ამ ძალიან რთულ პერიოდში. ეს არის ის, რაც გაგვიყვანს ბოლომდე და გადაგვარჩენს. ამისთვის მისი სახელი ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.